შოუბიზნესი ქართველი ემიგრანტები: ბოლომდე გაგვათახსირეს იტალიელებმა 2018, 30 იანვარი, 10:44 იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები აღშფოთებას ვერ მალავენ Rai2 -ზე 25 იანვარს გასული სატირულ-კომედიური ფილმზე, რომლის მოქმედებაც საქართველოში ხდება, უფრო მეტიც ისინი იტალიური ტელეარხისიგან ბოდიშის მოხდასაც ითხოვენ.
ფილმის მესამე ეპიზოდში კონსტანტინოს "საქორწინო მოგზაურობაში "მსახიობი ელეონორა ჯორჯი მიჰყავს, ისინი ჩადიან ვარძიამდე, შემდეგ კი ახალციხეში გლეხის ოჯახში ხვდებიან.
ფილმების სერიების ფორმატი ასეთია: იმ ქვეყანაში სადაც წყვილი მიდის ახდენენ სამოქალაქო ქორწინებას და პატარძალი უნდა იყოს კრიტიკული, რომ სამოქალაქო ქორწინება ჩაიშალოს და კონსტანტინომ შემდეგი საპატარძლო მოძებნოს, შემდეგი მოგზაურობისთვის. შესაბამისად პატარძალი ცრდილობს არ მოიწონოს კოსტასთან მოგზაურობა, რომ მიზეზი ჰქონდეს გაქცევის.
ფილმების სერიების მიხედვით კოსტანტინო დელა გერარდესკამ უნდა იმოგზაუროს ოთხ ცნობილი იტალიელ ქალბატონთან ერთად, "ოთხი პატარძალი", "ოთხი თაფლობის თვე":ელონორა ჯორჯისთან საქართველოში, პაულა ფერარისთან განაში, ელიზაბეტ კანალისთან იამაიკაში და უგანდაში ვალერია მარინისთან. სამწუხაროდ შეუძლებელია ფილმის ნახვა RAI-ის ოფიციალურ საიტზე, ვერ რეგისტრაციით და ვერც ფეისბუქის თუ გუგლი+-ის აკაუნტით.რომ ჩვენც, აქაურებმა ჩვენი აზრი გამოვხატოთ. მანამდე კი ქართველი ემიგრანტების კომენტარებს გავეცნოთ RAI-2-ის "ფეისბუქის" გვერდზე, უნდა აღინიშნოს რომ არის საწინააღმდეგო მოსაზრებებიც: "მოკლედ RAI-2-მა გააკეთა პატარა ფილმი საქართველოზე, რომელიც მშვენიერი რეკლამაა ჩვენი ქვეყნისთვის, შეუცვივდნენ# ქაჯები, არასწორი იტალიურით აგინებენ იტალიას და დაამხეს ყველაფერი, იმის მაგივრად, რომ უფასო პიარისთვის მადლობა გადაუხადონ. ყველაგან ხომ უნდა გამოვავლინოთ გენეტიკური სიგიჟე, მე ვერაფერი საწყენი ვერ ვნახე მაგ ვიდეოში, რა გჭირთ ხალხო რამ გადაგრიათ?! ერთმა იტალიელმა კი გაგცათ გემრიელი პასუხი თუ ასეთი მაგარი ქვეყანა ხართ წადით სახლებში, აქ რა ჯანდაბა გინდათო"-წერს სოციალურ ქსელში ცისნამი საყვარლიშვილი.
558 8-ს მოსწონს
|