x
image
Culture Express
როგორ გამოიყურება 62 წლის ორნელა მუტი და ჰქონდა თუ არა რომანი მას გადაღებების დროს ადრიანო ჩელენტანოსთან?
image ულამაზეს იტალიელ ქალთა სიაში თავისი ადგილი დამსახურებულად უკავია მსახიობ ორნელა მუტის. ის 1970 წლიდან ჩნდება ძირითადად იტალიურ ფილმებში. ხოლო 1980 წელს ითამაშა ბრიტანულ ფანტასტიკაში "ფლეშ გორდონი" რაც ფართო ასპარეზზე წარმატების მიღწევაში დაეხმარა.

image 70-80-იანი წლები მისი კარიერის პიკი იყო. ორნელა ახალგაზრდა იტალიელების კერპი გახლდათ. სამოცდაათიან წლებში ხუმრობდნენ კიდეც: " მეოცე საუკუნის ყველა იტალიელმა ლამაზმანმა მასში განიცადა რეინკარნაციაო"

image მისი ფოტოები სხვადასხვა ქვეყნის პრესტიჟული ჟუნალების ყდებზე არაერთხელ დაიბეჭდა

image


image მისი მონაწილეობით მხოლოდ ორი ფილმი ითარგმნა ქართულად, რომლებმაც დიდი პოპულარობა მოიპოვეს, როგორც ქართველმა ასევე, საბჭოთა კავშირის მაყურებლებმა განსაკუთრებით შეიყვარეს ფილმი " ჭირვეულის მორჯულება" სადაც პარტნიორობას ადრიანო ჩელენტანოს უწევს. მეორე ფილმშიც "უზომოდ შეყვარებული" რომელიც ქართულადაა ნათარგმნი ორნელას პარტნიორი კვლავ ჩელენტანოა.

image როგორც ცნობილია ორნელა მუტის და ადრიანო ჩელენტანოს რომანი რეალურ ცხოვრებაშიც ჰქონდათ, ისინი ერთმანეთით ფილმ "ჭირვეულის მორჯულების" გადაღებებისას მოიხიბლნენ. ჩელენტანომ მუტის გამო გარკვეული პერიოდით ოჯახიც კი დატოვა. თუმცა რაღაც პერიოდის შემდეგ ცოლს და შვილებს დაუბრუნდა და მუტიზე არ დაქორწინებულა.

imageimageimage 1984 წელს ორნელა მუტი გერმანულ ფილმში "სვანის სიყვარული" გამოჩნდა, სადაც პარტნიორობა მსოფლიო კინოს ლეგენდას ალენ დელონს გაუწია.

image image

1994 წლიდან ორნელა მუტი მონაკოში ცხოვრობს, ის კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მუდმივი საპატიო სტუმრის პატივით სარგებლობს.

image

2008 წელს მან აამუშავა საკუთარი საიუველირო ხაზი, მან ბუტიკები გახსნა რომში, მილანში, პარიზში, რიგაში, მოსკოვსა და ალმათაში. მისი ქსელი უფრო და უფრო იზრდება მსახიობი სხვადასხვა ქალაქებს სტუმრობს და ახდენს ახალი კოლექციების პრეზენტაციას.

image

დღეს ორნელა მუტი 61 წლისაა და შესანიშნავად გამოყურება

image

imageცნობილ რუს კინორეჟისორთან ნიკიტა მიხალკოვთან ერთად მოსკოვის საერთაშორისო კინოფესიტავლის გახსნაზე


image





1
6192
6-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
6192
  
2018, 28 იანვარი, 21:40
ჩემი აზრით, ბუნებრივი თმის ფერი უფრო უხდება^^ ძალიან ლამაზია
0 1 1