x
image
melody_inside
ფენომენალურმა ახალშობილმა დაბადებისთანავე დაილაპარაკა!!!

image

ქალაქ კიშინიოვის პირველ სამშობიარო სახლში ახალშობილმა, სტიოპა ბაჟეევმა დაბადებისთანავე ექიმები გააოგნა. ამ შოკის მიზეზი იყო ის ფაქტი, რომ დაბადებიდან რამდენიმე წუთში ბავშვმა სრულიად გააზრებული სიტყვები წარმოთქვა. ახალგაზრდა მშობლების, ლიზა და როდიონ ბაჟეევების გაოცებას და სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.



17 წლის ლიზას ორსულობა მიმდინარეობდა ბუნებრივად და რაიმე თავისებურებების გარეშე. იგივე ეხება მშობიარობასაც. სამშობიარო განყოფილების თანამშრომლებმა მიიღეს მშობიარობა და ქვეყანას მოევლინა სრულიად ჯანმრთელი სტიოპა. მაგრამ, ექიმებმა მილოცვა ვერ მოასწრეს გოგონასთვის, რომ ახალდაბადბულმა ბიჭუნამ გარკვევით წარმოთქვა სიტყვა „папа“ . 30 წლიანი სტაჟის მქონე მეან-გინეკოლოგმა მარინა პანოვამ მიიღო მშობიარობა. ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში მან გულწრფელად აღიარა, რომ ასეთი რამ პირველად ნახა და საკუთარი ყურით გაიგონა, როგორ ლაპარაკობდა ბავშვი!



ასეთი მოვლენა შემთხვევითობად შეიძლებოდა ჩაგვეთვალა, მაგრამ სიტყას «папа» -ს ახალშობილი იმეორებდა, რამოდენიმე წუთის შემდეგ კი თქვა: «мама».

მეორე დღეს კი, როდესაც ბედნიერი დედა ბავშვს ნაზად უმღეროდა და უყვებოდა, რომ აი სადაცაა მამა უნდა მოვიდესო, შვილმა მოულოდნელად დააზუსტა: «Кто? Папа?».




საზოგადოების ფართო ინტერესი



image

რა თქმა უნდა, ასეთი ფენომენი არ დარჩენილა შეუმჩნეველი ფართო მასებისთვის. მოცემული შემთხვევით განსაკუთრებით დაინტერესდნენ სამეცნიერო წრეებში, აქამდე ხომ ასეთი არაჩვეულებრივი ბავშვი ადგილობრივ მეცნიერებს პირადად არც უნახავთ. მაშინვე წრმოიშვა მთელი რიგი მეცნიერული თეორიებისა. სპეციალისტების უმრავლესობა თვლის, წარმოთქმული სიტყვები სტეფანებ შეისწავლა, დედის მუცლად ყოფნისას. დიდი ხანია უკვე ცნობილა, რომ ბავშვს ესმის გარეთ რაც ხდება. ლიზა და როდიონი ამ თეორიის პასუხად ამბობენ, რომ ამის შესახებ წაკითხული აქვთ. ისინი მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეპყრნენ ფეხმძიმობას და ყოველნაირად ცდილობდნენ პატარას განვითარებას.


მამა ყვება, თუ როგორ კითხულობდა ზღაპრებს, ლექსებს, უმღეროდა ბიჭუნას გიტარის თანხლებით. ახალგაზრდა დედა დასძენს, რომ ხშირად ურთავდნენ კლასიკურ მუსიკას.

კვალიფიცირებული ექიმი მარია პანოვა ამტკიცებს: ასეთი განვითარებული ბავშვი სწორედ ამ ოჯახში რომ დაიბადა, შემთხვევითობა არ არის. სტიოპას 25 წლის მამა - სპორტსმენი და მწრვთნელია, ამასთანავე ძალიან განვითარებული ადამიანია სულირების კუთხით. ძალიან უყვართ მეუღლეებს ერთმანეთი, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ბავშვის სწრაფი განვითარებისთვის.

სპეციალისტები, რომლებიც ფენომენალური ბავშვების შესწავლას ახდენენ, საუბრობენ იმაზე, რომ ბოლო წლებში დაბადებული ბავშვები გაცილებით განვითარებულები არიან, ვიდრე თუნდაც 10 წლის წინ დაბადებული ბავშვები.

ასეთი განვითარების მიზეზს წაროადგენს ცოცხალი ბუნების მუდმივი ცვლილება. ასეთი ცვლელებების შედეგად იცვლება ადამიანიც, როგორც სახეობა. მშობლის ძალისხმევასაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ამ შემთხვევაში.


– თუ ორსულობის ადრეულ ეტაპებზე ბავშვს მოვექცევით ისე, რომ თითქოს ის უკვე დაბდებულია, ალბათობა იმისა, რომ ის ნიჭიერი იქვება, მნიშვნელოვნად გაიზრდება, _ ამტკიცებს მარია პანოვა. _ სწორედ ამას ვხედავთ მოცემულ სიტუაციაში. ლიზა გამუდმებით ართობდა, ურთიერთობდა და ესაუბრებოდა მას.

როდიონ ბაჟეევი ერთ-ერთ თავის ინტერვიუში შემდეგს ამტკიცებს:




– სტიოპა თავის თანატოლებთან შედარებით ყველაფერს მნიშვნელოვნად მალე აკეთებს. ახლახანს ბავშვის სანახავად მედდა მოვიდა და გაოცებული იყო იმით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი ჯერ ერთი თვისაც არ არის, დამოუკიდებლად ბრუნდება მუცელზე. ბავშვები ამის გაკეთებას ჩვეულებრივ, გაცილებით გვიან იწყებენ. გარდა ამისა, როდესაც მე ვუმღერი იმ სიმღერებს, რომლებსაც ვუმღერდი და ვუკითხავ იმავე ზღაპრებს, ინაბება და თითქოს ცნობს მათ და ყურადღებით მისმენს.



image



სხვადასხვა შეხედულებების, თეორიების, კომენტარების და განსჯის დიდმა ტალრამ გადაიარა სტიოპას ფენომენის თაობაზე. უმრავლესობა ადამიანებისა ბიჭს მიაკუთვნებს იმ „ინდიგო“ -ს ბავშვებს, რომლებიც არასტანდარტულ შესაძლებლობებს ფლობენ. ზოგი ამტკიცებს, რომ ეს მხოლოდ შემთხვევითი მოვლენაა და რამე სხვებზე უფრო მეტად განვითრებაზე საუბარი არც არის. არიან ისეთებიც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თვითონაც დაიბადნენ მსგავსი ნიჭით, მაგრამ ეს ზრდის პროცესში დაიკარგა და განვითრება ნორმაში დაბრუნდა.





ნებისმიერ შემთხვევაში, მსოფლიო ყურადღებით აკვირდება უჩვეულო პატარას ზრდას და სტიოპასგან სხვა საოცრებებს ელოდება.





იხილეთ ასევე:

1. კაცობრიობის იმედი – ვუნდერკინდი ბავშვები!

2. 10 ყველაზე ცნობილი "ოროსანი"

3. სიამის ტყუპები ერთი სახით დაიბადნენ ინდოეთის შტატ გუჯარატში

4. სრული სიმართლე თანამედროვე სკოლაზე 11 წლის მოსწავლისგან. რატომ არ უყვართ ბავშვებს სკოლა! 10 მიზეზი, რის გამოც არ სურთ ბავშვებს სკოლაში სიარული.

0
1137
7-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
1137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0