განათლება ილია ჭავჭავაძის აზრები და გამონათქვამები 2018, 26 იანვარი, 17:39 ილია ჭავჭავაძე (1837 - 1907) არის ადამიანი, ვისი მოღვაწეობის დამსახურებითაც საქართველოში შეიქმნა პირველი ბანკი, რომელმაც ქართული მიწები იხსნა გასხვისებისგან და გამოისყიდა, გატარდა ენის დიდი რეფორმა და საბოლოო სახე მიეცა ქართულ სალიტერატურო ენას. მისმა პუბლიცისტურმა მოღვაწეობამ, მისი ხელმძღვანელობით დაწყებულმა დიდმა ქართულმა განმანათლებლობამ და მთარგმნელობითმა პროცესმა გადაარჩინა საქართველოს მოსახლეობა სრულ რუსიფიკაციას და ქართული ენა - დავიწყებას. 1918 წელს კი მისმა ჩაყრილმა ნერგმა იხარა და საქართველოს პირველი რესპუბლიკა შეიქმნა, რომელიც ლენინმა და სტალინმა 1921 წელს მოჭრეს. გთავაზობთ ქართული ეროვნული ცნობიერების ჩამომყალიბებლის - ილია ჭავჭავაძის რამდენიმე საინტერესო მოსაზრებას და გამონათქვამს: ილიას თითქმის ყველა თემაზე აქვს დაწერილი თავისი მოსაზრებები. ამერიკის მომავალი დომინაციაც კი "ნაწინასწარმეტყველები" ჰქონდა. ჰყავდა ძალიან დიდი სანაცნობო წრე დასავლეთში და სარგებლობდა დიდი პატივისცემით როგორც სამშობლოში, ასევე უცხოეთში. ცნობილია, რომ სტალინმა მის შესახებ თქვა: "მსოფლიო რომ ერთ კაცს ემართა ეს ნამდვილად ილია ჭავჭავაძე უნდა ყოფილიყოო." ავტორი: თორნიკე ფხალაძე 14268 3-ს მოსწონს |
"ზვიადი ქართველებმა მოკალით"
"ილია ქართველებმა მოკალით"
"ქართველები მოღალატეები ხართ"
ნებისმიერი ერთი ერის შიგნით მთელი კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში არის ჯახი სხვადასხვა იდეოლოგიებს, რელიგიებს, წინამღძოლ ხალხს შორის (მაგალითად ფეოდალებს, სამეფო ოჯახების წევრებს, პოლიტიკოსებს, პარტიებს, სუბეთნოსებს ანუ კუთხეებს შორისაც). ეს არის ყველგან. ამ დაპირისპირებების დროს ეს ფეოდალები, პოლიტიკოსები, პარტიები ერთმანეთს უკლავდნენ ლიდერებს, წარმომადგენლებს, დიდ ხალხს, წინამძღოლებს. ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენა, რომელიც ხდებოდა და ხდება ყველგან. აბსოლუტურად ყველგან... და ამ დროს გადააბრალო მთელ ერს რომელიმე ამ დაპირისპირებაში დაღუპული ადამიანის მკვლელობა არის ზუსტად ისეთივე რაღაც, ვინმემ მთელი ამერიკელი ერი გამოიყვანოს კენედის მკვლელად და ამის გამო უწოდოს მოღალატე ამერიკელი ერი. ან მთელი ინდოეთი გამოიყვანოს მაჰათმა განდის მკვლელად და უწოდოს მოღალატე ინდოელი ერი, როცა დღემდე მთელი ინდოეთი აფანატებს ისე უყვართ მაჰათმა. ეს არის ლიბერალური, მტრული დემაგოგია, რომელიც არასრულფასოვნების ეროვნული კომპლექსის გაღვივებისთვის კეთდება ხალხში. რატომაა ეს საჭირო? იმიტომ რომ პასიონარიზმი დავარდეს (გაეცანით გუმილიოვის პასიონარიზმის თეორიას). ამას აკეთებენ ჩვეულებრივი გლობალისტი იდეოლოგიური ვამპირები, რომლებიც ერებისგან წოვენ ეროვნულ სიამაყეს როგორც სისხლს რომ ეს "უსისხლო სხეულები" მერე ახალი გლობალისტური მსოფლიოს სასუქად გამოიყენონ.
იმ თავიანთ საოცნებო ერთიან მსოფლიოს რომ შექმნიან ეს "ჭკვიანები", მერე, როცა შიდა დაპირისპირებები ისევ იქნება იდეოლოგიური და ბევრი სხვა ნიშნით და დიდ ხალხს, წინამძღოლებს რომ მოუკლავს უკვე ეს ორი ან მეტი დაპირისპირებული მხარე ერთმანეთს, მერე რას იტყვიან? მთელ კაცობრიობას "მოღალატე კაცობრიობას" დაუძახებენ და "ადამიანობა სამარცხვინოა"-ო - ამის ძახილზე გადავლენ? აბა მაგათ საოცნებო გლობალიზებულ ერთიან მსოფლიოში ყველა ერთი ეროვნების იქნება - "დედამიწელი ადამიანი", ჰოდა მერე უკვე ადამიანობის დაგმობაზე გადავლენ და მიზანთროპებად იქცევიან?
ყველამ ვიცით, რომ ილია ჭავჭავაძემ დაწერა ლექსი სახელწოდებით "ბედნიერი ერი" და ქართველების დიდ ნაწილს ჰგონია, რომ ილია ამას ფიქრობდა ქართველებზე, როგორც ერზე. ილიას ეგ ლექსი ისევე, როგორც მისი სხვა სატირული, გროტესკული და ერის მიმართ კრიტიკული ნაწარმოებები, მაგალითად "კაცია ადამიანი?!" მიმართულია კონკრეტულად ქართველების იმ თაობის მიმართ, რომელსაც კონკრეტული პრობლემები ჰქონდა და რომელიც დიდწილად გამოწვეული იყო შესაბამისი ისტორიული, გეოპოლიტიკური და სოციალური ფაქტორებით და რომლის ზუსტი აღწერა რომ შევძლოთ, კარგად უნდა ვიცნობდეთ იმ დროს, რასაც მე პირადად ვერ დავიკვეხნი, არ მიკვლევია შესაბამისად როგორც საჭიროა კონკრეტულად იმ პერიოდის ქართული საზოგადოების პოლიტიკური, იდეოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრება. ასე რომ ამაზე ძალიან დარწმუნებით ვერ ვილაპარაკებ ვერც კარგს და ვერც ცუდს. ისეთი რამეების მტკიცებას ყოველთვის უნდა მოვერიდოთ რაც ძალიან კარგად არ ვიცით. ილია უკეთ ხედავდა და იცოდა რა თქმა უნდა რაც ხდებოდა მის თვალწინ.
მაგრამ რაც შეეხება ერს და მის თვისებებს, ის არ გამოიხატება ერთი, ორი ან თუნდაც 10 თაობით. ერი არის ათასწლეულებში განფენილი ერთი მოდგმის ასეულობით თაობის ცხოვრება და თაობები დროის და გარემო პირობების შესაბამისად შეიძლება დიამეტრალურად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან მიუხედავად იმისა, რომ დიდწილად ერთი გენეტიკისაა ერთი კონკრეტული ერის ყველა თაობა. ჰოდა ილია "ბედნიერ ერს" რომ მხოლოდ თავის კონკრეტულ თანამედროვე თაობაზე წერდა, ამას მეტყველებს მისი მთელი შემოქმედება, რაც საქართველოს ისტორიის და ქართველი ერის შესახებ აქვს დაწერილი. მაგალითად აქვე შეგვიძლია მოვიყვანოთ ილიას ეს სიტყვები:
"თუ ვისმე სამართლიანად ეთქმის, რომ თვით დაიწვნენ და სხვას კი გზა გაუნათესო, ეს ჩვენს მამა-პაპას ეთქმის და მადლობელნი შვილნი ლმობიერებით პირქვე უნდა დავემხოთ მათ საფლავთა წინაშე და ვუგალობოთ დიდება დიდებულთა და ქება ქებულთა"
- ილია ჭავჭავაძე
ასე რომ ლექსი "ბედნიერი ერი" კონკრეტულ ერთ თაობას (ილიას თანამედროვე თაობას) ეძღვნება და არა მთელ ქართველ ერს როგორც დროში არსებულ მრავალათასწლოვან მოვლენას.
Ilia Chavchavaze - the father of the Georgian Nationalism
"თუ ვისმე სამართლიანად ეთქმის, რომ თვით დაიწვნენ და სხვას კი გზა გაუნათესო, ეს ჩვენს მამა-პაპას ეთქმის და მადლობელნი შვილნი ლმობიერებით პირქვე უნდა დავემხოთ მათ საფლავთა წინაშე და ვუგალობოთ დიდება დიდებულთა და ქება ქებულთა." - ილია ჭავჭავაძე
"Woe to the people, whose common veins have been cut off, woe to the country, whose blood has dried up in the common veins, Where there is not one in all and all in one. where individual does not care for everyone and everyone - for the individual. where "ME" is a lot and "WE" - a few." - Prince Ilia Chavchavadze
"ქრისტე-ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ, დავუდგით ქრისტიანობას საყდარი - ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი და ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერა შემუსრეს იგი. გავწყდით, გავიჟლიტენით, თავი გავიწირეთ, ცოლ-შვილნი გავწირეთ, უსწორო ომები ვასწორეთ, ხორცი მივეცით სულისათვის და ერთმა მუჭა ერმა ქრისტიანობა შევინახეთ, არ გავაქრეთ ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც ჩვენს სამშობლოს, ჩვენს მამულს - სამართლიანის თავმოწონებით ვეძახით." - თავადი ილია ჭავჭავაძე - ზეკაცი
"არაფერი ქვეყანაზე არც იმით დაიწუნება რომ ძველია და არც იმით მოიწონება, რომ ახალია. ამ სადა ჭეშმარიტებას დიდი ლარი და ხაზი არ უნდა, არც მეტისმეტი გონების გახსნილობა, რომ კაცმა ახალი ტალახი ძველს ვარდს არ ამჯობინოს მარტო იმის გამო, რომ ტალახი ახალია და ვარდი - ძველი." - ილია ჭავჭავაძე
"Only cattle forget the past, do not think about the future, and are satisfied with the present alone." - Prince Ilia Chavchavadze
"მხოლოდ პირუტყვი ივიწყებს წარსულს, არ ჰფიქრობს მომავალზე და მარტო აწმყოთია კმაყოფილი." - ილია ჭავჭავაძე
"ჩვენი საქმე საქართველოს ხალხის ცხოვრებაა, მისი გამჯობინება - ჩვენი პირველი და უკანასკნელი სურვილი." - ილია ჭავჭავაძე.
"Our job is to rise the living standard of the Georgian people - this is our first and the last wish" - Prince Ilia Chavchavadze
"რა არ გადაგვხდენია თავს, რა მტრები არ მოგვსევიან, რა ვაი-ვაგლახი, რა სისხლის ღვრა, რა ღრჭენა კბილთა არ გამოგვივლია, რა წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენს თავზედ და ყველას გავუძელით, ყველას გავუმაგრდით, შევინახეთ ჩვენი თავი, შევინარჩუნეთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მიწა-წყალი. ლანგ-თემურებმა ჩვენს საკუთარ სისხლში გვაბანეს და მაინც დავრჩით და გამოვცოცხლდით. შაჰ-აბაზებმა ჩვენის კბილით გვაგლეჯინეს ჩვენი წვრილშვილნი და მაინც გამოვბრუნდით, მოვსულიერდით. აღა-მაჰმად ხანებმა პირქვე დაგვამხეს, ქვა ქვაზედ არ დაგვიყენეს, მოგვსრეს, მოგვჟლიტეს და მაინც ფეხზედ წამოვდექით, მოვშენდით, წელში გავსწორდით. გავუძელით საბერძნეთს, რომსა, მონღოლებს, არაბებს, ოსმალ-თურქებს, სპარსელებს, რჯულიანსა და ურჯულოს და დროშა ქართველობისა შუბის წვერით ისრით და ტყვიით დაფლეთილი, ჩვენს სისხლში ამოვლებული - ხელში შევირჩინეთ, არავის წავაღებინეთ. ცოდვა არ არის, ეს დროშა ახლა ჩრჩილმა შესჭამოს, თაგვმა დაგვიჭამოს? ცოდვა არ არის ეს ლომი კოღომ საბუდარად გაიხადოს?" - დიადი ილია ჭავჭავაძე
"No matter how small is a homeland, It has the greatest place in the heart of the worthy man" - Prince Ilia Chavchavadze
"Women can not only work hard Physically, but also mentally, with clever mind and do not fall short of men in either. They have fulfilled this honest intention in America and, as you can see, they have fulfilled it amazingly." - Prince Ilia Chavchavadze - father of the Georgian Nationalism.
"ქალებს შეუძლიათ არამცთუ ხელით გარჯა, შრომა, საქმის კეთება, არამედ გონებითაც, ჭკვითაც და არც ერთსა და არც მეორეში მამაკაცს არ ჩამოუვარდებიან. ამ პატიოსანს განზრახვას შესდგომიან ამერიკაში და როგორც ჰნახავთ, საკვირველის ძლევამოსილებითაც შეუსრულებიათ." - ილია ჭავჭავაძე
"რამდენადაც არ უნდა მოგვწონდეს ახალი თაობა, უნდა ვენდოთ მათ. ისინი არიან ჩვენი მომავალნი, არიან ჩვენი დანატოვარი და რარიგ დიდი წარსულიც არ უნდა ჰქონდეს ხალხს, ის მაინც მომავლით უნდა ცხოვრობდეს." - ილია ჭავჭავაძე
"The country is not a temple, where men should pray, but a workshop, where men should go and work."
"Can not a man or a people be neither a Christian nor a Muslim, but to be a good man or a good people, well educated and successful in every way?" - Prince Ilia Chavchavadze
"ქვეყანა ტაძარი კი არაა, საცა კაცი უნდა ილოცვიდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა ირჯებოდეს და მუშაობდეს."
"განა არ შეიძლება კაცი ანუ ხალხი არც ქრისტიანი იყოს, არც მაჰმადიანი, მაგრამ კარგი კაცი ანუ კარგი ხალხი იყოს, კარგს განათლების გზაზედ შემდგარი და ყოველმხრივ წარმატებული?" - თავადი ილია ჭავჭავაძე
"Don't let others down and you will be raised higher, do not be slave of anyone and don't enslave anyone."
"You can call yourself a man, if you make this rule as a main rule of your life, every night ask yourself - was i useful to the fellow humans today?" - Prince Ilia Chavchavadze - The father of the Georgian Nationalism.
"სხვას ძირს არ დასწევ - თვით აღმაღლდები, არც ვის ემონვი და არც იმონებ."
"კაცად მაშინ ხარ საქები თუ ეს წესი წესად დარგე, ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო - აბა დღეს მე ვის რა ვარგე?" - თავადი ილია ჭავჭავაძე