x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
„ქართველი ისე შეეჩვია მონობას, რომ ბატონის გამოცვლა განთავისუფლება ჰგონია" - გამონათქვამები სამშობლოზე

დავით სარაჯიშვილი


გთავაზობთ ქართველი საზოგადო მოღვაწეების გამონათქვამებს სამშობლოზე:

„ვინც კარგად ემსახურება სამშობლო ქვეყანას, იგი უდიდგვაროდაც დიდია", - ილია ჭავჭავაძე.
„ქვეყანა ტაძარი კი არაა, საცა კაცი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა ირჯებოდეს და მუშაობდეს!" - ილია ჭავჭავაძე.


„რაც გინდა პატარა იყოს სამშობლო ქვეყანა, – პატიოსანს გულში დიდი ადგილი უჭირავს", - ილია ჭავჭავაძე.


„სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება. თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?" - ილია ჭავჭავაძე.


ილია ჭავჭავაძე

„ქართველი ისე შეეჩვია მონობას, რომ ბატონის გამოცვლა განთავისუფლება ჰგონია", - დავით სარაჯიშვილი.


დავით სარაჯიშვილი

„ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გავიარე - რაა მამული", - გალაქტიონ ტაბიძე.

გალაკტიონ ტაბიძე


„როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა", - რაფიელ ერისთავი.

რაფიელ ერისთავი


„სჯობს არა გქონდეს სამშობლო, ანდა, არ იყოს ასე ლამაზი", - ტიციან ტაბიძე.

ტიციან ტაბიძე


„უსამშობლოდ კაცი არ ხარ", - გურამ დოჩანაშვილი.


„სამშობლო მხოლოდ მინდორი და მთები არაა, სამშობლო ადამიანიცაა", - გურამ დოჩანაშვილი.


გურამ დოჩანაშვილი


„ჩემი ხატია სამშობლო, სახატე მთელი ქვეყანა", - აკაკი წერეთელი.

აკაკი წერეთელი


„სამშობლო ისეთი უსაშველო ფენომენია, რომელსაც ასაკი არ გააჩნია, ისევე როგორც დედას და დედასავით მარადიულია", - ნოდარ დუმბაძე.


„ქვეყნის სიყვარულს საყველპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით, სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ, სამშობლო ტაძარია სალოცავი. მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს უნდა იწერდე, მეორეთი კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ… და კიდევ ერთი, შესაწირავის მიტანა ვერავინ ვერ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან", - ნოდარ დუმბაძე.


„სამშობლო უფრო მეტად გაჭირვება და ტკივილია, ვიდრე დალხინება და დღესასწაული", - ნოდარ დუმბაძე.



ნოდარ დუმბაძე


„არავითარი ბედნიერება არც მწადს და არც მწამს, უკეთუ ჩემი სამშობლოს ხარჯზე იქნება", - ლევან გოთუა.
„არც რაი ყოფილა სამშობლოზე უტკბილესი და არც ყოფილა საქართველოსი ან ნაკურთხი მხარე კავკასიის ჩრდილოეთით", - ლევან გოთუა.
„ადამიანი, რომელიც არ იცნობს თავის მშობლიურ მიწა-წყალს, არ არის ღირსი ამ მიწა-წყლის", - ლევან გოთუა.
ლევან გოთუა
„სამშობლო ადამიანის სიცოცხლის განუყოფელი ნაწილია. უსამშობლო ადამიანი სულით ღატაკია და საცოდავი. სამშობლოს სიყვარულით მწიფდება და ყალიბდება ადამიანის სულიერი სამყარო, მისი მისწრაფებანი და ფილოსოფიური შეხედულებანი, მისი გულწრფელობა და სიყვარული სხვა ერებისადმი, ვისაც არ უყვარს თავისი თავი, ის ხომ ვერც სხვას შეიყვარებს... და ვისაც არ უყვარს თავისი სამშობლო, ის როგორ იგრძნობს ცარიელ გულში სხვათა სამშობლოს სიყვარულს?! ამიტომ ბრძანა რაფიელ ერისთავმა: „სამშობლო - დედის ძუძუი, არ გაიცვლების სხვაზედა... როგორც უფალი, სამშობლოც, ერთია ქვეყანაზედა..." - ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

ილია მეორე +

2
201
3-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
201
  
2023, 14 მარტი, 22:52
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 11 მარტი, 22:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2