x
image
თორ ნიკე
პალეონტოლოგია. გადაშენებული ცხოველი - ზიგორიზა
ზიგორიზა



სახელი: ზიგორიზა (Zygorhiza)

კლასიფიკაცია: ქორდიანი. ძუძუმწოვარი, ვეშაპისებრი, არქეოცეტი, ბასილოზავრიდი.

სახეობა: ზ. კოხი (Z. Kochii)


კვების ტიპი: ხორცისმჭამელი.

ზომა: ჰქონდა 6 მეტრის სიგრძის ტანი. თავი კი 1 მეტრის სიგრძის.

ცნობილი საბინადრო: დადასტურებულია, რომ ბინადრებდა ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთით მოსაზღვრე საოკეანო წყლებში, თუმცა დიდი ალბათობით ვრცელდებოდა ბევრად დიდ ტერიტორიებზე.

არსებობის პერიოდი: ეოცენი - 55, 8 - 33, 9 მილიონი წლის წინ.

აღმოჩენილი განამარხებული ნაწილები: მრავალი და კარგად შემონახული ნამარხი.


ის იმავე პრეისტორიული ვეშაპების ჯგუფს მიეკუთვნება, რა ჯგუფსაც დორუდონი. ორივე ხსენებული პროტოვეშაპი ენათესავებოდა ბაზილოზავრებს, რომლებიც დიდი ალბათობით ორივე მათგანზე წარმატებით ნადირობდნენ. თავად ზიგორიზა ნადირობდა თავისზე მომცრო წყლის ძუძუმწოვრებზე, თევზებზე და ზოგჯერ წყლის ფრინველებზეც კი, როდესაც ამის საშუალება მიეცემოდა. თავად ზიგორიზაზე კი ზოგიერთი სახეობის ზვიგენი ნადირობდა.


სურათზე გამოსახულია ზიგორიზას შედარება 180 სანტიმეტრის სიმაღლის ადამიანთან.


ზიგორიზა


აი ამგვარი ჩონჩხი ჰქონდა ზიგორიზას:


image






ავტორი: თორნიკე ფხალაძე

0
73
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0