x
"პაპიროსიან კაცს მარანს არ ვაკარებთ"
image

"სანამ ღვინოს დავწურავთ, მანამდე ლოცვა ითქმება, ასევე გადაღების დროსა და დალევის წინაც. ოთხივ კუთხივ სანთელიც ინთება, ვავედრებთ უფალს"

"საოცარი ნიადაგია საქართველოში, რაც საშუალებას გაძლევს, შესანიშნავი ყურძენი და ხორბალი მოიყვანო. პურისა და ღვინის, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ", - ამბობს­ მსახიობი გია აბესალაშვილი, ­ რომელიც კარგი მეურნე და სასოფლო-სამეურნეო საქმის მცოდნეა. მასთან საუბრისას დავრწმუნდი, რომ დაინტერესებულ ადამიანებს არაერთ თემაზე სასარგებლო რჩევასა თუ კონსულტაციას გაუწევს.

- ჩვენი გვარი სამცხე-ჯავახეთიდან არის, დიდი ჭალა ყოფილა, ადგილი, საიდანაც რაჭაში გადასახლებულან. გვარის­ ისტორია 1640 წლიდან ვიცი (მეუღლე არქივში მუშაობდა და ბევრი რამ დაად­გინა). ვინ როდის დაიბადა, რით და როდის გარდაიცვალა, ყველაფერი ეკლესიის­ ისტორიაში წერია... ჩემი წინაპრები, ბაბუაჩემის გარდა, სასულიერო პირები იყვნენ, აბესალომ ქართველის შთამომავლები ვართ...


- რატომ დატოვეს სამცხე-ჯავახეთი?
- მიწისძვრების გამო მიგრაცია დაიწყო და იმერეთიდან, სვანეთის ნაწილიდან, ლეჩხუმიდან რაჭაში გადავიდნენ. ჩვენი სოფელია საკაო, უწერის მხარეს...

image- თბილისში დაბადებული და გაზრდილი­ ხართ, თუმცა თქვენი კუთხე, სოფელი და იქ საქმიანობა გიყვართ...
- ხშირად დავდიოდით რაჭაში და დღემდე ასეა. თიბვაშიც ვეხმარებოდი, თოხნაშიც და მკაშიც, უზარმაზარ იალაღებზე... უცხოეთში როცა მოვხვდებოდი, ცელის პირები ჩამომქონდა რაჭაში წასაღებად. ასე რომ, იქაური მშრომელი და გამრჯე ადამიანების გარემოცვაში ვიზრდებოდი და სოფლის საქმეები ჩემთვის უცხო არასდროს ყოფილა. ამან მასწავლა მიწის, ადამიანების სიყვარული. 8 საათს რომ მოუნდები მთაში ასვლას, სადაც უნდა თიბო, მერე იქ 1 კვირას რჩები, შრომობ, მოილხენ, მღერი, გზებს აკეთებ, რომ იქ საქონელიც აიყვანო და იქიდან ხარებით თივა ჩამოიტანო, სხვა­ნაირად ვერ იქნება...

განაგრძეთ კითხვა

0
64
1-ს მოსწონს
ავტორი:Georgian News
Georgian News
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0