სხვა სადურგლოში აღმოჩენილი უძველესი მარანი და ქვევრში ჩამწყვდეული მზე 2018, 25 იანვარი, 16:16 ![]() - კალა საშიში არ არის ქვევრისთვის? - კი და ამიტომ რუსთავში ვნახე სპეციალისტი, რომელიც ქვევრებში, როგორც მინანქარს, შუშას უსვამდა. მოკლედ, შიგნიდან მინით მოვაპირკეთე. ამასთან, კიდევ 18 ქვევრი ვიყიდე და მათ გვერდით შემოვულაგე. თავიდან ეზოში იყო ეს ყველაფერი, ახლა იქ დიდი სახლი დგას და ყველაფერი უკვე შიგნით მოექცა. ამ ქვევრებში გასაოცარი ღვინო კეთდება... - ასეთი წარსულის მქონე მარანი თქვენთვის ორმაგად ფასეული გახდებოდა.. - კი, ისტორიული მარანია. მოგეხსენებათ, თელავი ისტორიული ქალაქია და როგორც ამბობენ, მიწის ქვეშ ბევრი რამ არის მოქცეული... ქვევრების სიძველეს სახლში გადებული ძველი ხის კოჭებიც მოწმობს. ![]() - დიახ, ასეა, მერე ეს თხევადი მზე ქვევრში ჩაამწყვდიეს და ადამიანის სისხლსა და ორგანიზმში გაუშვეს. ჰოდა, ის, ვინც იცის ღვინის სწორად მოხმარება, ყადრი და ფასი, მზესავით ანათებს. ღვინო საურთიერთობო საშუალება იყო და ამასთან, ბეჭდის, დასტურის ფუნქციაც ჰქონდა. როცა მოლაპარაკება მიმდინარეობდა და მასპინძელი სტუმარს ოთახში ან მარანში გაიყვანდა და ღვინოს შესთავაზებდა, ე.ი. მოლაპარაკება შემდგარი იყო. მოკლედ, ღვინო კაცმა სწორად უნდა გამოიყენო!.. განაგრძეთ კითხვა 83 შეფასება არ არის
|