x
image
Maia kordzadze
სად შეხვდა ილია ჭავჭავაძე ,,კაკო ყაჩაღს". (რეალობა, თუ მოგონილი ამბავი?)
image

ყველასათვის ცნობილია ილია ჭავჭავაძის პოემა: „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი კაკო ყაჩაღის ცხოვრებიდან"- მძაფრი პროტესტი ბატონყმობის წინააღმდეგ.


ბატონყმური სისტემის მთელი საშინელება და ცინიზმი, თავადაზნაურობის გადაგვარებული სახე, პოემაში „კაკო ყაჩაღიილიამ გამოხატა ყმა-გლეხის შეურიგებელი მებრძოლი სული. ჭავჭავაძე მეწინავე იყო მათ შორის, ვინც ქართულ სინამდვილეში ასეთი საზოგადოების აშენებისა და მშობელი ქვეყნის ბედნიერი მომავლის რწმენა დანერგა.


არსებობდა თუ არა სინამდვილეში კაკო ყაჩაღი?



ილიას ახლო ნათსავი, საზოგადო მოღვაწე და ეროვნულ -განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი- კოტე აფხაზი იხსენებს, თუ როგორ გადაეყარა ილია ალაზნის ტყეში “კაკო ყაჩაღს''.


image


"რაც შეეხება ილიას შემოქმედებას და მისი ნაწარმოებების ისტორიას, მე მხოლოდ "კაკო ყაჩაღის" შესახებ მახსოვს კარგად, რომ კაკო პირდაპირ ცხოვრებიდან არის აღებული. კაკო გახლდათ ერთი კარდანახელი გლეხი, ვინმე გაუხარაშვილი, რომელმაც მართლა ესროლა თავის ბატონს (რომელიღაც ვაჩნაძეს) და ყაჩაღად გავარდა. იმალებოდა ალაზნის (კარდანახის) ტყეში...


ერთხელ ილია სწორედ ამ გზით მოდიოდა ჩვენსა, კარდანახში, თან ახლდა მოსამსახურე ბიჭი. უცბათ ერთ ალაგას წინ გადასდგომია შეიარაღებული გაუხარაშვილი და შეუჩერებია. გამოუკითხავს ვინაობა და მოგზაურობის მიზანი. რომ გაუგია ჭავჭავაძის გვარი, უკითხავს, ჭავჭავაძეს კარდანახში რა უნდაო.


ბიჭს აუხსნია, რომ კარდანახში თავის ნათესავ აფხაზთან მიდისო. მაშინ ყაჩაღს თოფი დაუშვია და ილია მიუწვევია ბინაზე. კარგად გამასპინძლებია და დაუთვრია კიდეც. ასე რომ, ილია როდესაც ჩვენსა მოვიდა, ბარბაცებდა და მარტო იმას გაიძახოდა ენის ბორძიკით, დამაძინეთ, დამაძინეთო! მეორე დღეს კი გვიამბო თავის თავგადასავალი, ხოლო დაუმატა, რომ გაუხარაშვილი სულ ბატონებს წყევლის და აგინებსო".


image

"რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან" ილიამ 1860 წელს დაწერა. პირველად პოემა გამოქვეყნდა 1863 წელს ჟურნალ "საქართველოს მოამბეში", ხოლო სრული სახით - 1873 წელს ჟურნალ "ივერიის" ფურცლებზე.





0
830
10-ს მოსწონს
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
830
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0