სისხლის სამართალი პოლიციამ ამერიკაში დავით კანდელაკის მკვლელი დააკავა 2018, 24 იანვარი, 10:49 ლუსივილის პოლიციამ შაბათს ტეხასში, ფაიეტის ოლქში დააკავა 23 წლის აარონ ერნანდესი(Aaron Hernandez) რომელსაც გასულ ხუთშაბათს ჩადენილ ორმაგ მკვლელობაში ედება ბრალი.ამასთანავე მას ბრალად წაეყენა ნივთიერი მტკიცებულებების ფალსიფიცირება.
როგორც ცნობილია, 18 იანვარს 31 წლის საქართველოს მოქალაქე, დავიდ კანდელაკი და 30 წლის ჯოშუა რაისი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულები აღმოაჩინეს ამ უკანასკნელის ბინაში. გამომძიებელი აღნიშნავს, რომ ერნანდესს ადრე რომანტიული ურთიერთობა ჰქონდა რაისთან. ეჭვმიტანილს ლუისვილის პოლიცია ტეხასელი რეინჯერების, პატრულის და ფაიეტის ოლქის შერიფის დახმარებით ჩაუდგა კვალში, უახლოეს ხანში მას ლუისვილში გადმოიყვანენ. სამართალადამცავების განცხადებით, საქმეში სხვა ბრალდებული არ იკვეთება. 505 9-ს მოსწონს
|