ისტორიული „პატარძალი თუ ქალიშვილი არ აღმოჩნდებოდა, მამამისს ღვინოს გაბზარული თასით აწვდიდნენ“ - ქორწინება ძველქართულად 2018, 23 იანვარი, 16:45
ძველ საქართველოში ოჯახის შექმნას მარტივად არ უყურებდნენ, ამ დროს მთავარი სიტყვა მშობლებს ეკუთვნოდათ, ამიტომ ოჯახები სიყვარულით იშვიათად იქმნებოდა.
ქორწილს სხვადასხვა რიტუალი ახლდა, რის შესახებ, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ხათუნა იოსელიანი საუბრობს:
- საქართველოს საზოგადოების არცერთ ფენაში ოჯახი სიყვარულით არ იქმნებოდა. ოჯახის შექმნა ყოველთვის გათვლილი იყო. ქალის მშობლები იშვიათად ეძებდნენ სასიძოს, ძირითადად ვაჟი და მისი მშობლები აქტიურობდნენ. ისინი გოგონას ოჯახის ამბებს კითხულობდნენ, სარძლოს გვარისშვილობას, ჯიშ-ჯილაგს, წინაპრებს.
უმთავრესი კი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო. ყველაფერში როცა დარწმუნდებოდნენ, ქალის ოჯახში ვინმეს გზავნიდნენ, ამის შემდეგ გოგოს ოჯახი იწყებდა ვაჟის ოჯახის ამბების გაკითხვას. - დანიშვნის როგორი წესი არსებობდა? - მრავალნაირი. მათ შორის აკვანში დანიშნვაც, რომელიც ასე ხდებოდა: ორი ძმობილი ან დობილი დათქვამდა, რომ ქალ-ვაჟის შეძენის შემთხვევაში მათ დააქორწინებდნენ. ბავშვებს აკვანშივე ნიშნავდნენ. თუ რომელიმეს ნაკლი აღმოაჩნდებოდა ნიშნობა ჩაიშლებოდა. - პატარძალი ქალწული თუ არ აღმოჩნდებოდა, რა ელოდა მას? - ქორწილის მეორე დღეს ვაჟის ოჯახი რძლის ოჯახს იწვევდა სახლში. თუ პატარძალი ქალიშვილი არ იყო, ქალის ოჯახიდან მოსულ მამაკაცს მიაწვდიდნენ ღვინით სავსე თასს, რომელიც გაბზარული იყო. ამ დროს ქალი უკან უნდა წაეყვანათ. ასეთი წესიც არსებობდა: პირველი ღამის შემდეგ, მეორე დღეს, თუ პატარძალი მამამთილს და ქმარს პირის დასაბანად წყალს არ დაუსხამდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ქალიშვილი არ იყო. პატარძლის მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ გაეგოთ, ვისთან შეცდა მათი ქალიშვილი და მას აიძულებდნენ ცოლად შერთვას. განაგრძეთ კითხვა 814 1-ს მოსწონს
|