კინო რის გამო წამოვიდა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი ნუნუკა რუსთაველის თეატრიდან და რატომ დატოვა მან საქართველო? 2018, 22 იანვარი, 20:49 მსახიობმა ქეთი ჩხეიძემ მაყურებლების განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" მონაწილეობით, სადაც სახასიათო პერსონაჟს - ნუნუკას ანსახიერებს. მან თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე დაიწყო მუშაობა, სადაც ათი წლის განმავლობაში ასრულებდა სხვადასხვა საინტერესო როლებს. თუმცა მოხდა ისეთი შემთხვევა, რის გამოც მან რუსთაველის თეატრი დატოვა, როგორც მსახიობი იხსენებს ის ინტრიგის მსხვერპლი გახდა:
" როდესაც დაიწყო ჩემი კარიერა, თეატრალური ინსტიტუტი დავათავრე და რუსთაველის თეატრში, მცირე სცენაზე დავიწყე მუშაობა, იქ სერიოზული ინტრიგა დაიბადა, ამან ძალიან მატკინა გული, გადავწყვიტე წამოვსულიყავი თეატრიდან და მერე საერთოდ წავედი საქართველოდან. გადავწყვიტე, რომ ჩემი ოჯახი და პირადი ცხოვრება უფრო წინ დამეყენებინა, ასეც მოხდა და ძალიან ადვილად გადავიტანე ეს ყველაფერი, თუმცა დიდხანს ვიყავი ჩემს საქმეს მოშორებული. ბოლოსკენ უკვე დამეწყო თამაშის მოთხოვნილება, დარდი და კიდევაც დავბრუნდი.. " - ქეთი ჩხეიძე
ეს პაუზა იმით დასრულდა, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ქეთი ჩხეიძემ მუშაობა მარჯანიშვილის თეატრში დაიწყო.
რაც შეეხება სერილს ქეთი ჩხეიძე ამბობს, რომ ნუნუკას როლის შესაქმნელად რაღაც გარკვეული შტრიხები მან ბებიისგან აიღო:
" სერიალში იმერელ ქალს ვთამაშობ, ჩემი ბებია, მამაჩემის დედა იყო წარმოშობით იმერელი. იყო საკმაოდ გონიერი და ჭკვიანი. მე ვიფქრობ სერიალში ჩემი პერსონაჟი ჭკვიანია. ნუნუკას რაღაც შტრიხები ბებიაჩემისგან ავიღე, თუმცა ჩემი ბებია არ იყო ასეთი ემოციური ნამდვილად." 2880 2-ს მოსწონს
|