განათლება ცნობილი ადამიანები განათლებაზე 2018, 21 იანვარი, 21:52 "განათლება - ორლესული იარაღია, რომელის გამოყენება შეიძლება ადამიანთა სასარგებლოდაც და საზიანოდაც. საქმე იმაშია, თუ ვის უჭირავს იგი ხელში და რა მიმართულებით ხმარობს ის ამ იარაღს." / იაკობ გოგებაშვილი /
"განათლება ადამიანს ღირსებას მატებს, მონაც კი იწყებს იმის გააზრებას, რომ ის მონობისთვის დაბადებული არ არის." / დენი დიდრო / "განათლება - აი, გზა ბედნიერებისაკენ!" / ბესარიონ ბელინსკი / "განათლება კარგ ადამიანს აკეთილშობილებს, ცუდს უარესად აქცევს." / თომას ფულერი / "განათლება უნდა იყოს რეალური, სრული, ნათელი და გამძლე." / იან ამოს კომენსკი / "განათლების დევიზია: ეცადე ისარგებლო საკუთარი ჭკუით." / იმანუელ კანტი / "განათლებული ადამიანი არის ის, რომელმაც იცის თავისი დანიშნულება და, რამდენადაც ძალუძს, ვდილობს შეასრულოს ის." / ლევ ტოლსტოი / "განათლებულსა და გაუნათლებელ ადამიანს შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორიც მკვდართა და ცოცხალს შორის." / არისტოტელე / "გსურთ აღმოფხვრათ დანაშაულებანი? გაავრცელეთ ხალხში განათლება. " / ვიქტორ ჰიუგო / "ცივილიზაციის ისტორია შეიძლება გამოითქვას ექვს სიტყვაში : რაც მეტი იცი, მით მეტი შეგიძლია." / ედმონ ფრანსუა აბუ / "ცივილიზაციის წარმატება გონებრივ განვითარებაზეა დამოკიდებული." / ჰენრი ტომას ბოკლი / "განათლება ადამიანის გონებიდან განდევნის ველურობას, ბარბაროსობასა და სისასტიკეს; თუმცა კნინი და ზერელე განათლება სრულიად საპირისპირო შედეგების მომტანია." / ფრანსის ბეკონი / "კაცობრიობის განათლება დამოკიდებულია ახალგაზრდა თაობის განათლებაზე." / ნიკოლაი ჩერნიშევსკი / "განათლებული ადამიანი მუდამ მაღლდება გონებაში და შორსმჭვრეტელობაში, გაუნათლებელი ადამიანი კი მუდამ ქვევით ეშვება უვიცობასა და სიბნელეში." / ჩინური სიბრძნე / "განათლება არს უმტკიცესი და უსაიმედოესი საფუძველი კეთილმდგომარეობისა ყოვლისა საზოგადოებისა." / სოლომონ დოდაშვილი / "რაში მდგომარეობს ჩვენი ხალხის ბედნიერება? მხოლოდ ერთს განათლებაში, რომ ჩვენი ხალხი ზნეობით ამაღლდეს." / აკაკი წერეთელი / "ქვეყნის მყოფადი დამოკიდებულია იმ მდგომარეობაზედ, რომელსაც მისცემენ ახალ თაობას." / ილია ჭავჭავაძე / 739 3-ს მოსწონს
|