მადეირას მოსანახულებლად საუკეთესო თვეებია: მარტი, აპრილი, მაისი და ივნისი და შემოდგომზე - სექტემბერი, ოქტომბერი და ნოემბერი. ზამთრის თვეებში ამინდი ნაკლებად შესაფერისია ბუნებრივი აუზებით სარგებლობისთვის, ხოლო ზაფხულში (ივლისი და აგვისტო) ტურისტების რაოდენობა ძალიან იზრდება.

ისევე როგორც კანარის კუნძულებზე, კუნძულის მთიანი რელიეფის და ჩრდილოეთიდან მოსული ქარების გამო, მადეირას აქვს რამდენიმე მიკროკლიმატი, სამხრეთში გაცილებით მზიანი და სტაბილური კლიმატია მთელი წლის განმავლობაში (დაცულია მთებით), ხოლო ჩრდილოეთში უფრო გრილი და ნოტიო კლიმატია, განსაკუთრებით ზამთარში. კუნძულის ცენტრალურ ნაწილში, მთებში, ხშირია ნისლი და გაცილებით მეტია ტენიანობა, (ტერიტორია, სადაც მდებარეობს ცნობილი ლაურისილვას ტყე.)