რელიგია რიჩარდ დოკინსის გამონათქვამები და მოსაზრებები 2018, 21 იანვარი, 13:26 კლინტონ რიჩარდ დოკინსი არის ცნობილი ინგლისელი განმანათლებელი, ეთოლოგი (ცხოველთა ქცევის შემსწავლელი ბუნებაში), ევოლუციური ბიოლოგი და მწერალი. 1995-2008 წლებში იყო პროფესორი ოქსფორდის უნივერსიტეტში. მისი სამი ყველაზე ცნობილი ნაშრომია "ეგოისტი გენი" "ბრმა მესაათე" და "ღმერთი, როგორც დელუზია", რომელიც ქართულადაც ნათარგმნია და შეგიძლიათ მოიძიოთ პედეეფ ვერსია ფეისბუქის ჯგუფ - "განმანათლებლობა კავკასიაში". ეს წიგნები ქართულად ჯერჯერობით სამწუხაროდ არ არის გამოცემული. მხოლოდ ელექტრონული ვერსიაა ხელმისაწვდომი. რიჩარდ დოკინსის იდეებმა, მოსაზრებებმა, მეცნიერების პოპულარიზაციამ და საჯარო ლექციებმა ძალიან ბევრი ადამიანი დააფიქრა და უბიძგა უკეთ შეესწავლა მეცნიერება, უკეთ გაეგო ევოლუციის არსი და გაეაზრებინა დედამიწაზე სიცოცხლის 4.1 მილიარდწლიანი ისტორია. სხვა თვალით შეეხედა ამ სამყაროსთვის და გამოფხიზლებულიყო რელიგიური ძილისგან. მაგალითად ირანში რიჩარდ დოკინსი არის ყველაზე ხშირად "დაგუგლვადი" სახელი. ირანელი ახალგაზრდები ინტერესდებიან სეკულარული ჰუმანიზმით და ათეიზმით, რომელზეც რიჩარდ დოკინსი დიდი ხანია საუბრობს. ხოლო მისი წიგნის "ღმერთი, როგორც დელუზია"-ს არაბულ ენაზე თარგმნას და პედეეფ გამოცემას უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა ისლამით დარლილ არაბულ საზოგადოებაში. ელექტროვერსიის არაბულად გამოცემის შემდეგ ერთ წუთში ამ წიგნს უკვე 10, 000 გადმოწერა ჰქონდა. რიჩარდი მიიჩნევს, რომ რელიგია ერთ-ერთი უდიდესი ბოროტებაა დედამიწაზე და ოცნებობს ჰუმანისტური, სეკულარული, რაციონალური და განათლებული საზოგადოების ფორმირებაზე დედამიწაზე. ქართულ საზოგადოებაში მასზე ბევრი არაფერია ცნობილი, ამიტომ შემოგთავაზებთ მის გამონათქვამებს და მოსაზრებებს: ავტორი: თორნიკე ფხალაძე 420 4-ს მოსწონს
|