სიახლეები მჯდომარე ცხოვრების წესი ადამიანებს კლავს! მაგრამ არსებობს ერთი გამოსავალი 2018, 20 იანვარი, 11:30
თუ ძალიან დიდი ხანი გიწევთ მჯდომარე მდგომარეობაში ყოფნა (30 წუთზე დიდი დროით) მაშინ ადრეული სიკვდილის შანსებს ზრდით, იუწყება CNN. ეს დასტურდება დაახლოებით 8000 ადამიანის შესწავლით.
„ნაკლებად იჯექით, მეტი იმოძრავეთ" - ხშირად გვესმის მსგავსი ფრაზები სხვადასხვა ექსპერტებისგან. მაგრამ რას ნიშნავს ეს? ამის შესახებ კოლუმბიის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მკვლევარ კეიტ დიაზს კონკრეტული ახსნა აქვს: „მოზარდებზე რეკომენდირებულია ინტესნიური ვარჯიშების ჩატარება კვირაში ორი საათის განმავლობაში და კვირაში ორი ან მეტი დღის განმავლობაში კუნთების ვარჯიში, რომელიც გააძლიერებს მათ". იმ ადამიანებს, რომლებიც მჯდომარე წესით ცხოვრობენ, პროფესორმა ურჩია, რომ ყოველ 30 წუთში ადგნენ, გაიარონ და ფეხი რამდენჯერმე სრაფი ტემპით გაშალონ. მკვლევარებმა შეისწავლეს 7, 895 მოხალისე, ძირითადად შავკანიანები (ისინი უფრო ხშირად იღუპებიან პარალიზისგან, ვიდრე თეთრკანიანები). კვლევა 4 წელი გაგრძელდა, მასში 45-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, მათ გადაეცათ სპეციალური მოწყობილობები, რომლებიც ითვლიდა მათი ჯდომის დროს. ექსპერიმენტის დროს დაფიქსირდა 340 უბედური შემთხვევა, რომელთა მიზეზები სრულიად განსხვავებული იყო. აი შედეგები: 16 საათის განმავლობაში მჯდომარე მდგომარეობაში მოხალისეები 12 საათს ატარებდნენ. ზოგადად, ადრეული სიკვდილის რისკს ზრდის მჯდომარე მდგომარეობის საათების რაოდენობა. ოპტიმალური დრო უწყვეტი ჯდომისთვის არის 30 წუთი. რატომ მოქმედებს მჯდომარე ცხოვრების წესი ასე მკვეთრად, ჯერ კიდევ გაუგებარია. იყო ეს სტატია სასარგებლო თქვენთვის? გაუზიარეთ მეგობრებს! ასევე დაგაინტერესებთ სტატიები 478 7-ს მოსწონს
|