x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
ამ 4 პროდუქტის დეფიციტი იწვევს თავის ტკივილს

image გახსოვთ? ან იცით თუ არა რა დაავადებით იტანჯებოდა პონციუს პილატე? მართალია - შაკიკით. თავის ტკივილი ყველაზე პოპულარულია მსოფლიოში და იგი ზრდასრული მოსახლეობის 20% აწუხებს.

შაკიკის მიზეზი დღემდე დაუდგენელია და არსებობს ბევრი სხვადასხვა ვარიანტი ესენია:ჰორმონარული დარღვევები, მემკვიდრეობითი, ჰორმონარული სტატუსის
ცვლილებები, ხშირი სტრესული მდგომარეობა, დაღილობა და ინტენსიური გონებრივი საქმიანობა.

შაკიკის გამომწვევი მიზეზები ასევე პირდაპირ კავშირშია კვებასთან. დადასტურდა, რომ სხვადასხვა სახის ელემენტების უკმარისობა 4-ჯერ უფრო ხშირად იწვევს თავის ტკივილს.

სასარგებლო ელემენტებით ორგანიზმის შევსება შესაძლებელია დიეტის დაცვით და სწორი კვებით.
გაინტერესებთ რა უნდა იყოს თქვენს მენიუში რათა თავი დააღწიოთ თავის ტკივილს? ეს პროდუქტები შეიძლება დაიყოს შემდეგ 4 კატეგორიად:

1.ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი B12
image ამ ელემენტების დეფიციტი იწვევს ზედმეტ გაღიზიანებას, ხოლო მათმა სიმცირემ ჩვენს ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს მძიმე სტრესი. ყველა ჩვენთაგანი თავის ტკივილის დროს იღებს მედიკამენტებს, რომელბიც შეიცავენ ასპირინს, ასპირინი კი ხელს უწყობს ფოლიუმის მჟავისა და ვიტამინ В12-ის გამოდევნას ჩვენი ორგანიზმიდან.

ფოლიუმის მჟავას დიდი რაოდენობით შეიცავს ბროკოლი, ისპანახი, გოგრა, სტაფილო და ჭარხალი. ხოლო ვიტამინ В12-ს ქათმის კვერცხი.

2.სპილენძი და რკინა
imageყველაზე ხშირად რკინისა და სპილენძის დეფიციტი გავლენას ახდენს ქალებზე.
ეს პირდაპირ იწვევს შაკიკს, ჰიპოტენზიას და ანემიას.
სპილენძის დეფიციტი ასევე იწვევს განვითარების მანკებს, სელენისა და მანგანუმის
დეფიციტი ზრდის ონკოლოგიურ დაავადებათა რისკს, ქრომისა და თუთიის დეფიციტი კი შაქრიანი დიაბეტისა და ათეროსკლეროზის განვითარების ალბათობას.

სპილენძს დიდი რაოდენობით შეიცავს:ლობიო, კაკალი, ავოკადო, თხის ყველი.

3.ვიტამინი B6
imageერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი სისხლძარღვების დაავადებისა არის ვიტამინ B6-ის ნაკლებობა.

რომ აღადგინოთ მისი უკმარისობა და შეინარჩუნოთ: გულის, სისხლძარღვების, ნერვების და ტვინის ჯანმრთელობა, ჩართეთ რაციონში, ახალი ბოსტნეული, ღვიძლი და ლობიო.

4. ვიტამინი D
imageცნობილია, რომ ვიტამინი D ბუნებრივი გზით გამოიმუშავება ორგანიზმში მზის სხივების მოქმედებით, ხოლო ზამთარში მისი მიღება შეიძლება საკვებით.

კერძოდ:ზღვის პროდუქტებით, კვერცხით და რძის პროდუქტებით.

P.S.... თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ მეგობრებს.


თუ არ მოგწონთ ჩემი სტატიები გთხოვთ დაწეროთ კომენტარებში, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის. მადლობა წინასწარ.


5
17750
7-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
17750
  
2016, 5 ნოემბერი, 16:46
მადლობა შეფასებისთვის))
2016, 5 ნოემბერი, 16:19
მომეწონა ძალიან. მადლობა
2016, 5 ნოემბერი, 7:47
კარგია ყველას ქონდეს საშუალება მიირთვას ეს პროდუქტები.)
2016, 17 სექტემბერი, 11:59
მადლობა.
2016, 17 სექტემბერი, 11:30
ვისაც მოსწონთ იმათმაც დაწერეთ არ ეწყინება ალბათ, მე მაგალითად მომეწონა.
0 1 5