სხვა მეტეორიზმი, დაუჯერებელი ისტორიები თუ ფაქტები მის შესახებ! - თემა,რომელზეც არ საუბრობენ!(+ვიდეო) 2018, 20 იანვარი, 3:10 იაღლიში, გაზებზე გასვლა, ჰაერის გაფუჭება და სხვა მრავალი ჟარგონი არსებობს რომ ეს უკანასკნელი მოვისაზროთ.ამას ყველა აკეთებს:ექიმები, მასწავლებლები, პროფესორები, მილიონერები თუ ღარიბები.წარმოგიდგენთ საინტერესო და სახალისო ფაქტებსა თუ ისტორიებს მასზე.ვ
1.ჯეიმს ჯოისი(James Joyce-XX საუკუნის ირანელი ნოველისტი)
ჯეიმს ჯოისი ფიქრობდა, რომ გაკუება სექსუალური იყო. ''ვფიქრობ ნორას(მისი ცოლი) ''გაკუებულს''ყველგან ვიცნობ და ათასში გამოვარჩევ''აღნიშნავდა მწერალი 1909 წლის დეკემბერში დაწერილ მის ერთ-ერთ მემუარში.
2.ჯერალდ ფორდი (Gerald Ford-ამერიკის 38-ე პრეზიდენტი)
ჯერალდ ფორდი თავის ''ნაქნარს'' დაცვას აბრალებდა ხოლმე.შემოუტრიალდებოდა დაცვას და ხმამაღლა დაიჩივლებდა:''ო ღმერთო, ეს შენ იყავი?''იმის მგაივრად რომგაჩუმებულიყო საერთოდ.მას სავარაუდოდ არასოდეს სმენია:''ვინც იყნოსა იმან ქნა'' ვინ გაუბედავდა...
3.მეტეორიზმი ზოგჯერ მეტეორიზმს საჭმლის მონელებასტან არავითარი კავშირი არ აქვს.1942 წლის სამედიცინო ნაშრომის თანახმად, ბევრი ''გაზების გაშვებას'' საჭმლის მოუნელებლობას მიაწერს ხოლმე, როდესაც მიზეზი შეიძლება სულ სხვა რამე იყოს.ავტორი წერს: ''ქრონიკული ბოყინი არის ჰაერის გადაყლაპვა, რადგან ის ამ დროს გაღიზიანებული და შეშუპებულია.ქალი, რომელიც აბოყინებს, შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ნაწლავის ანგიონევროზული შეშუპება;ხოლო კაცს, რომელსაცმუცლის შებერილობა აწუხებს, შეიძლება თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული ქონდეს ან ყაბზობა, და ის ადამიანი, რომელიც ხშირად ''უშვებს გაზებს'', შეიძლება თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული ქონდეს ან ყაბზობა, და ის ადამიანი, რომელიც ხშირად ''უშვებს გაზებს'', შეიძლება უბრალოდ საღეჭი რეზინის ღეჭვისას ნერწყვთან ერთად ჰაერს ყლაპავს.
4.პარკოსნები ამ "ჯადოსნურმა'' მცენარემ ჩვენდა გასაკვირად, შეიძლება სულაც არ გაგვბეროს რომელიმე სხვა მცენარეზე მეტად.უფრო მეტიც, 2011 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანების უმეტესობას რომლებიც ლობიოს ხშირად მიირთმევენ, არ აწუხებთ შებერილობა, მაშინ როცა ზოგიერთისთვის ლობიოს უცებ მომატებული რაოდენობით მიღებამ მართლა გამოიწვიოს მეტეორიზმი, რაც დროთა განმავლობაში ნორმალიზდება. 5.გაზების გამოყოფა შეიძლება აღმგზნებადი იყოს! 2013 წლის სექსუალური ქცევის არქივში მოიძებნა ნამუშევარი სადაც 22 წლის მამაკაცი აღნიშნავს, რომ ''ინტენსიალური გაზი''(''გამონაბოლქვი'')მას აღაგზნებს.აღნიშნულ ფენომენალურ მოვლენას სახელწოდებაც კი აქვს და ''ეპროქტოფილია'' ეწოდება. 6.შესაძლებელია, რომ შენს ''გამონაბოლქვზე'' ბევრს ფიქრობდე... ფსიქოლოგიური შემთხვევების შესწავლის არქივის ერთ-ერთ ნამუშევარში 33 წლის ქალბატონი აღნიშნავს რომ ''შეპყრობილია'' ამ ''უკანასკნელზე'' ფიქრით.მას მიეცა დავალება რომ მთელი 1 წლის განმავლობაში ეცადა ყოველჯერზე რაც შეიძლება უფრო მაგრად ''ექნა''.თქვენ წარმოიდგინეთ და აღნიშნულმა პარადოქსულმა ინსტრუქციამ იმოქმედა და იგი ამ უაზრო ფიქრისგან განთავისუფლდა. 7.გამოგონებულია ''გამონაბოლქვის'' შემამცირებელი მზა საკვები 2001 წელს ერთ-ერთმა ანტერპრენერმა(ადამიანი, რომელიც ქმნის, აფინანსებს და მართავს კომერციულ ან სხვა ორგანიზაციას, შემოსავლის მიღების მოლოდინით) მასოუდ კაზემზადემ(Massoud Kazemzadeh), გამოიგონა ''გამონაბოლქვის'' შემამცირებელი საკვები, რომელიც ძირითადად პარკოსანი მცენარეებისგან მზადდებოდა.საკვები ყველა იმ ნუტრიციდებს შეიცავდა, რასაც ლობიო, მაგრამ ის არ იწვევდა მუცლის შებერილობას.საბედნიეროდ, 2011 ცელში ჩატარებული გამოკვლევის წყალობით, დამტკიცდა რომ პარკოსნების ჭამა არ იწვევს ზედმეტ შებერილობას.ასე რომ, მასოუდის მიერ გამოგონილი საკვები აღარ დაგვჭირდება. 8.გამოგონებულია სურნელოვანი აბი ''გამონაბოლქვისთვის'' თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ აბი, რომლის მიღების შედეგად თქვენს ''გამონაბოლქვს'' შოკოლადის სუნი ექნება, რაც რაღა თქმა უნდა გამოწვევა იყო, რომლის წინაშე მსოფლიო ბენჯამინ ფრანკლინმა 230 წლის წინ დააყენა.ფრანგი კაცი, სახელად ქრისტიან პოინჩევალი(Christian Poincheval) ყიდის აბებს, რომელიც, სავარაუდოდ, თქვენი ინტენსიონალურ გაზს შოკოლადის, ვარდის ან სულაც ჯანჯაფილის სურნელს მისცემს, არჩევანი თქვენზეა.აღნიშნული 1 აბი 21 დოლარი ღირს. 9.''გამონაბოლქვის'' ყნოსვა სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის. 2014 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ წყალბადის სულფიდმა(გაზი, რომლის გამოც ''მას'' აქვს ისეთი სუნი როგორიც აქვს.*და თქვენ წარმოიდგინეთ ამ უკანასკნელში იგი მხოლოდ 1%-ა.:) შეიძლება თავიდან აგვაცილოს მითოქონდრიალური დარღვევები. 10.ვონ მილერი ''გამონაბოლქვის'' წინააღმდეგ ''NFL'' გუნდმა(NFL-National Football Legue-ეროვნული ნაკრების ლიგამ ''გაკუების საწინააღმდეგო კამპანია წამოიწყო.დენვერ პოსტის(Denver Post) რეპორტიორმა ნიკი ჯაბვალამ(Nicki Jhabvala)მოგვაწოდა ნაწყვეტი ინტერვიუდან სადაც ვონ მილერი(ფეხბურთელი) საზოგადოებაში გაკუებაზე ჯარიმის დაწესებაზე საუბროობს.საუბედუროდ თუ საბედნიეროდ, ეს მხოლოდ ხუმრობა აღმოჩნდა.ანდა საინტერესოა რის მიხედვით უნდა განესაზღვრათ ჯარიმა?ხმის, ხანგრძლივობის თუ სუნის მიხედვით?... 11.მეტეორიზმმა შეიძლება კარიერა გაგიფუჭოს ''2014 წელს, ოპერის ერთ-ერთმა მომღერალმა სარჩელი შეიტანა სამშობიაროს წინააღმდეგ სადაც მან იმშობიარა და ექიმის დაუდევრად გაკეთებული ნაკერის გამო იგი გაზების ჭარბ გამოყოფას უჩივოდა.სასამართლო პროცესზე გამოცხადდა რომ მისი გამუდმებული გაზების დაგროვების გამო ოპერის მომღერალს კარიერის მიტოვება მოუწია.''-იუწყება ნიუ იორკპოსთი(New York Post). 12.კუილ-მფილტრავი საცვლების ბიზნესი არსებობს რამდენიმე კომპანია რომელიც კუილ-გამფილტრავ საცვლებს აწარმოებს.ამდაგვარ საცვლებს ნახშირჟანგით აქტივირებული ნაქსოვი უბე აქვთ, რომელიც ყველაზე მომაკვდინებელ სუნსაც კი შთანთქავს.ტექნიკური რეპორტიორის განცხადებით, რომელმაც აღნიშნული საცვალი მის ცოლზე გამოსცადა, აღნიშნავს რომ იგი მშვენივრად მოქმედებს. 13.მეტეორიზმი როგორც პროფესია როგორც უკვე ყველასთვის ცნობილი ბატონი მეთანი(Mr.Methane-ბრიტანეთის ნიჭიერის მონაწილე) აცხადებს, საუკეთესო ანუ პროფესიონალი კუანაა მთელ მსოფლიოში.ის საოცრად და ჰარმონიულად აკუებს ჩვენთვის საყვარელ მელოდიის ფონზე. 14.რამდენჯერ აკუებს ადამიანი? ადამიანი საშუალოდ 14 ჯერ გადის გაზებზე დღის განმავლობაში, ხოლო რამდენად იშვიათად აკეთებს ის ამას სხვების წინაშე, მის ''ადამიანობას'' განსაზღვრავს. 15.დღეში იმდენ ''გაზს'' გამოყობთ, ბუშტი გაიბერება საშუალოდ ადამიანი გაკუებისას გამოყოფს 700 მლ. გაზს, რაც სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ დაბადების დღის ბუშტი გაბეროთ და შეიძლება გახეთქოთ კიდეც. 16.და მაინც, რა პროცესია ''გაზების'' გამოყოფა? გაზების გამოყოფა, რომელიც ყველა ცოცხალ არსებას ახასიათებს, არის წყალბადის, აზოტის, ჟანგბადის, ნახშირორჟანგის, გოგირდის დიოქსიდისა და ზოგიერთ შემთხვევაში მეთანის ნარევი.ეს გაზები წარმოიქმნება საჭმლის მონელების პროცესის დროს მასში ტრილიონობით ბაქტერიების მოხვედრის შედეგად. 17.შეიძლება კუილის სიმძლავრის გაზომვა? თქვენ წარმოიდგინეთ და დიახ!ეს შესაძლებელია "რექტალური კათეტერის" მეშვეობით... 18.გაზების გამოყოფა როგორც მისალმება სამხრეთ ამერიკაში იანომაის ტომი(The Yanomami tribe) ერთმანეთს კარგი დიდი მეგობრული გაზების გაშვებით ესალმებიან. 19.გაზებს მწერებიც გამოყოფენ მწერებიც გამოყოფენ გაზს და თან როგორ!ტერმიტები ყველაზე ძლიერები არიან ამ საქმეში.რამოდენიმე სახის ხოჭოები, როგორიცაა მაგალითად სამხრეთის ფიჭვის მდედრი ხოჭოები, გაზს გამოყოფენ რათამამრები მოიზიდონ.ასევე, ქაშაყები, ერთმანეთს ამ უკანასკნელის საშუალებით ეკონტაქტებიან.
20.გაზების გამოყოფის სიჩქარე გაზის გამოყოფის სიჩქარეა 0.003048კილომეტრი წამში, ანუ უფრო გასაგები რომ იყოს იგივეა რაც 9.5 კილომეტრის გავლა საათში. 21.ქალის კუილი უფრო სუნიანია ვიდრე კაცის არსებობს კაცთა გარკვეული ნაწილი რომლებიც ფიქრობენ რომ სხვებთან თანდასწრებით ამის გაკეთება სასაცილოა, განსაკუთრებით ქალებთან, მაგრამ ამ საწყლებმა რა იციან რომ ქალის ''გამონაბოლქვი'' უფრო მეტ წყალბადის სულფადს შეიცავს ვიდრე კაცის.ასე რომ არ გირჩევთ. 22.გაკუება ანტიკურ წლებში რომაელმა იმპერატორმა კლაუდიუსმაგამოაცხადა რომ ყველა რომაელს უფლება ჰქონდა მაშინ გაეკუებინა, როცა უნდოდა.იაპონიაში კონკურსებსაც კი მართავდნენ და ეჯიბრებოდნენ ვინ უფრო ძლიერად გააკუებდა, ხოლო ყველასათვის ცნობილი ბერძენი ჰიპოკრატე ირწმუნებოდა რომ გაზების გამოყოფა აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის. 23.ჰიტლერის ''გამონაბოლქვი'' საშინლად ყარდა სამარცხვინო და ნაცისტი დიქტატორი ჰიტლერი, არა მარტო ნარკომანი იყო, იგი ასევე ჰეპატიტითა და კუჭ-ნაწლავის დაავადებით იტანჯებოდა, რაც მუდმივ მეტეორიზმს იწვევდა.ამის გამო იგი 28 სხვადასხვა სახის მედიკამენტს იღებდა, თუმცა ამაოდ.და რაღათქმა უნდა, დარწმუნებული იყავით რომ მას ''გამონაბოლქვის'' სუნზე ვერავინ შესჩივლებდა(მიახვრეტდა იქვე :D) 24.გაკუება თვითმფრინავში ხშირია თვითმფრინავში ''იაღლიში''.კაბინაზე ზეწოლის გამო, უფრო მეტი ინტენსიალური გაზი(იგივე კუჭ-ნაწლავის გაზი)გამოიყოფა, ვიდრე ქვევით, მიწაზე.ყველაზე უბედურება ისაა რომ კაბინაში არსებული ჰაერის 50% რეცირკულირებადია, რაც იმას ნიშნავს რომ ეს ''მშვენიერი'' არომატის სურნელება ჩვეულებრივზე მეტხანს გასტანს. 25.ინტენსიალური გაზი აალებადია დიახ, ის აალებადია!ისე ძლიერ აალებადი რომ 90-მა ''გამზღარმა'' საქონელმა 2014 წელს, გერმანიის ერთ-ერთი ფერმა გადაწვა.(მიხვდით რაც მოხდებოდა :D) 26.რატომ გვეჩვენება სხვისი ''გამონაბოლქვი'' უფრო მყრალი? ეს იგივე შემთხვევაა, როდესაც ვერ გრძნობ როგორ ყარს შენი სახლი შენი ძაღლის სუნით, ან მაცივარში თვეების მანძილზე შენახული ხორცის სუნიც რომ არ გაწუხებს.მიზეზი ისაა რომ შენ ამას მიჩვეული ხარ, სხვისი ''გამონაბოლქვი კი ''ცხვირშისაცემია'' რადგან უცხოა.(თუ ხშირად არ გიბოლქვავს თვალწინ) 27.მჭიდრო ''საყვირი''=ძლიერი საყვირი თუ თქვენმიდრეკილება გაქვთ და თქვენი საყვირი მეტალიკის კონცერტზე უფრო ხმამაღლა ყვირის, ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს რომ თქვენი საყვირი ფარტო და მოშვებული არაა, ასე რომ წინ! იყვირე რამდენიც გინდა და იამაყე რომ მჭიდრო საყვირი გაქვს. 28.პროფესიონალი ''გამონაბოლქვის'' მყნოსავები ჩინეთში
ეს ჭკვიანი ერი ''გამონაბოლქვის'' მყნოსავებად მუშაობენ და ამით დაავადების დიაგნოსტირებაში ყოველწლიურად 50.000დოლარს გამოიმუშავებენ.(ნამდვილად ეკუთვნით:) 29.ძაღლებს უყვართ ეს ''არომატული'' სურნელება მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მეგობრების წრეში ''იაღლიშის'' შემთხვევაში თქვენ ძაღლს დაადანაშაულებთ, ძაღლი არასოდეს დაგადანაშაულებთ თქვენ.ეს იმიტომ რომ ისინი უბრალოდ გიჟდებიან ამ ''არომატზე'' და მის უფრო კარგად შესაგრძნობლად შეიძლება ''ერთ'' ადგილზეც დაგყნოსონ.
30.იაღლიში ინტიმის დროს კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რომ ქალთა 50%-ს მოსვლია ეს ''იაღლიში'' ინტიმის დროს და დაახლოებით 43% გაზების შეუკავებლობას უჩივის, თუმცა ეს არ აფერხებს ინტიმით დაკავდეს.
P.S.რა ვქნა, ვეცადე შეძლებისდაგვარად ცენზურა დამეცვა, :D რამდენად გამომივიდა არ ვიცი.იმან დაბლოკოს ან გაასაჩივროს ვისაც არასოდეს ''გამოუბოლქვია'' :D
და ბოლოს შეპირებული ვიდეო:
2488 6-ს მოსწონს
|