x
image
beko777
ქართული მხატვრული ფილმის „ექვთიმე ღვთისკაცის“ დახურული ჩვენება
image

18 იანვარს კ/თ „ამირანში“ ქართველი ჟურნალისტებისთვის, რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის მხატვრული ფილმის „ექვთიმე ღვთისკაცის“ დახურული ჩვენება გაიმართა, რომელსაც სხვა მსახიობებთან ერთად, ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი გერმანიიდან რამდენიმე დღით დაბრუნებული რეზო ჩხიკვიშვილი ესწრებოდნენ, რომლებმაც ფილმის ჩვენების შემდეგ ჟურნალისტების დასმულ კითხვებს ამომწურავად უპასუხეს.

ფილმი, რომლის გადაღებაც თითქმის სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ჩვენი შეფასებით - შედგა! მსახიობების ოსტატობა, პროფესიონალიზმი, მოვლენების დოკუმენტურ-ქრონოლოგიური განვითარება, მაღალი საშემსრულებლო ოსტატობა და სხვა უამრავი რამ, რაც ფილმს ერთი ნახვით ყურებადს ხდის.

ქართველს, რომელმაც იცის, ან ყურმოკრით მაინც სმენია დიდი ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ და მისი ღვაწლის თაობაზე ერის და ბერის წინაშე, ამ ფილმს აუცილებლად უნდა უყუროს და გაითავისოს ამ დიდი ადამიანის ხვედრი და გამარჯვება, რომელიც მან რუსეთის მხრიდან საქართველოს 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ, 24 წლის მერე მოიპოვა, გამარჯვების - რომელმაც ქართული საგანძური შემოუნახა ქართველ ერს,


ფილმში უამრავ ნაცნობ სახეს, ნაცნობ მსახიობს იხილავთ, კარგი მუსიკლაური გაფორმებით, კარგი რეჟისურით, კარგი სცენარით და კიდევ ერთხელ, - რეზო ჩხიკვიშვილის უბადლო საშემსრულებლო ოსტატობით.

ქართული მხატვრული ფილმის „ექვთიმე ღვთისკაცის“ ჩვენება ქართულ კინოთეატრებში რამდენიმე კვირის შემდეგ დაიწყება, მისი გრანდიოზული პრეზენტაცია კი, 2 დღეში შედგება ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ჰოლუვუდური სცენარით - წითელი ხალიჩა, ჟურნალისტები, კამერები, პაპარაცები...

კადრები ფილმიდან და გადაღებების პროცესიდან

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

0
82
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0