კინო მძაფრსიუჟეტიანი ქართული მხატვრული ფილმი "ძმები" 2015, 10 ოქტომბერი, 20:33 ![]() თანამედროვე ქართულ კინო-ინდუსტრიაში მსგავსი ჟანრის ფილმები ზოგადად წარმატებით სარგებლობს, რადგან - კრიმინალი, წამალდამოკიდებულება, ადამიანური ურთიერთობები, სოციალური მდგომარეობა - ჯერ კიდევ მუშაობს და შესაბამისად ფილმის რეჟიოსრის გადაწყვეტილება - სიუჟეტი ოთხი ქართველი ძმის კრიმინალურ ისტორიაზე აგებულიყო, კომერციულად ალბათ გამართლებულია. რეჟისორი, სცენარისტი, მუსიკის ავტორი და ერთ-ერთი როლის შემსრულებელიც, წარსულში თავისი მუსიკით და საშემსრულებლო ნომრებით ცნობილი მომღერალი - გიგა კილაძეა, რომელმაც ეს სტატუსი ალბათ ქართული შოუ-ბიზნესის დეგრადაციასთან ერთად წარსულს გაატანა და უფრო რენტაბელურს - ქართული კინოს განვითარებისთვის ბრძოლას მიჰყო ხელი და რა გამოვიდა საბოლოო ჯამში ამას მაყურებელი კინოთეატრების სცენაზე ნოემბრის დასაწყისიდან იხილავს ფილმში არაპროფესიონალი მსახიობები არიან დასაქმებულნი - მალხაზ ლაკირბაია, ირაკლი ესიავა, გიგა კუპრავა, კახა კახა ნემსაძე და ლუკა ჯიქია, თუმცა ერთადერთი გიორგი მეგრელიშვილია (მეგრელა), რომელსაც ფილმში პროფესიონალი კინო-მსახიობის სტატუსით იხილავთ. თბილისში, 40 ლოკაციაზე გადაღებული "ძმების" მონტაჟი და გახმოვანება დასრულებულია, საზოგადოების წინაშე ის, პრემიერის ფორმატში 28 ოქტომბრის საღამო გამოვა. ![]() ![]() ![]() 1558 1-ს მოსწონს
|