სხვა ლეიკემიის 5 ნიშანი, რომელსაც ქალების უმეტესობა ყურადღებას არ აქცევს! 2018, 18 იანვარი, 16:15 ადამიანის ორგანიზმში სისხლის ახალი უჯრედების წარმოქმნა ძვლის ტვინიდან მომდინარეობს. ლეიკემიით დაავადებული ადამიანებს სისხლის ახალი უჯრედების მუტაციის პრობლემა აქვთ და გარდაიქმნება სიმსივნედ. ![]() თუმცა შეიძლება გამოვკვეთოთ ზოგიერთი სიმპტომი, რომელასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ: ფერმკთალი კანი ექიმების თქმით, როდესაც ლეიკემია ვითარდება, ახალმა სისხლის უჯრედებმა, რომელიც უკვე დაზიანებულია სიმსივნის მიერ შეიძლება ხელი შეუშალოს ჯანსაღი უჯრედების ზრდას. ჯანმრთელი უჯრედების ნაკლებობის დროს, შესაძლებელია განვითარდეს ანემია, რომელიც ასევე მიზეზია ფერმკთალი კანის. ანემიის დროს ასევე შეიძლება ხელები იყოს მუდმივად ცივი. დაღლილობა მუდმივი დაღლილობის შეგრძნება ლეიკემიის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია, შესაძლებელია ამის მიზეზი ანემიაც იყოს, მაგრამ ყველა შემთხვევაში უმჯობესია თუ ექიმს მივაკითხავთ. ტემპერატურის მომატება და ინფექციები ჯანმრთელი სისხლის უჯრედები ძალიან მნიშნვნელოვანია იმუნური სისტემისთვის, იმ შემთხვევაში თუ ისინი დაზიანე, ძირაბულია, ადვილად და ხშირად ვხდებით ავად. სუნთქვის გაძნელება სუნთქვის გაძნელება ასევე შეიძლება იყოს მნიშნვნელოვანი სიმპტომი. განსაკუთრებით ფიზიკური აქტივობის დროს თუ გვიძნელდება სუნთქვა აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს. სისხლის შედედების დარღვევა რაიმე დაზიანების შემთხვევაში თუ ჭრილობა დიდი ხანს შუშდება ესეც შეიძლება იყოს ლეიკემიის სიმპტომი. ამასთანავე თუკი კანზე შეამჩნევთ მცირე ზომის წითელ წერტილებს, ძირითადად ქვედა კიდურებზე, ასეთ შემთხევაში მიაკითხოთ ექიმს. გარდა ჩამოთვლილი 5 სიმპტომისა, ასევე არსებობს სხვა ნიშნებიც: ღამით ჭარბი ოფლიანობა, ტკივილი სახსრებში, წონაში მკვეთრი კლება, ცხვირიდან სისხლდენა, რომელსაც თან ახლავს გაციება ან მაღალი ტემპერატურა. გახსოვდეთ ადრეული დიაგნოსტიკა განკურნების ტოლფასია! ამიტომ გაუფრთხილდით და ყურადღებით მოეპყარით თქვენს ჯანმრთელობას. ჯანმრთელობას გისურვებთ ! 5050 6-ს მოსწონს
|