რელიგია კვიპროსი საქართველოს საჩუქრად გადასცემს მიწას ქართული სამონასტრო კომპლექსისთვის 2018, 18 იანვარი, 9:47 კვიპროსის მთავრობამ და ქვეყნის არქიეპისკოპოსმა ქრისზოსტომოს მეორემ მიიღო უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, რომ გადასცეს საჩუქრად კვიპროსის მიწა საქართველოს. სულ 12, 295 კვადრატული მეტრი, რომ აშენდეს ყველაზე დიდი ქართული სამონასტრო კომპლექსი ევროპაში. კვიპროსმა ეს გადაწყვეტილება 2018 წლის 4 იანვარს მიიღო, საქართველოს პატრიარქ ილია მეორეს დაბადების დღის საჩუქრად. საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი კვიპროსში დეკანოზი ზაქარია ფერაძე აცხადებს, რომ პირველი შემთხვევაა, როცა ევროპაში სამონასტრო კომპლექსზე განხორციელდება საქართველოს საპატრიარქოს სრული იურისდიქცია. "ეს ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტია" აცხადებს იგი. მან ასევე აღნიშნა საქართველოს ელჩის კვიპროსში - რევაზ ლომინაძის დამსახურება მიღებულ გადაწყვეტილებაში. ავტორი: თორნიკე ფხალაძე 92 2-ს მოსწონს
|