კერძები ხორცისაგან ფარშირებული ბატკნის რულეტი გორდონ რამზის რეცეპტით წითელ მშრალ ღვინოსთან ერთად 2018, 17 იანვარი, 16:45 ვფიქრობთ, უგემრიელესი ფარშირებული ბატკნის რულეტი გორდონ რამზის რეცეპტით ყველა გემოვნების ადამიანს და მათ შორის პრეტენზიულ გურმანებსაც მოეწონებათ. ამ კერძის მოსამზადებლად თქვენ რამდენიმე ინგრედიენტი დაგჭირდებათ, განსაკუთრებული ყურადღება კი ყველ "ფეტაზე" გაამახვილეთ, რადგან ის ამ კერძს უჩვეულო გემოს მატებს. ჩვენი აზრით, ამ კერძს წითელი მშრალი ღვინო კარგად შეეხამება. შესაბამისად, ჩვენი ინტერტენ მაღაზიიდან allwine.ge-დან კერძთან შესახამებლად რამდენიმე ღვინის კომპანიისა და მცირე მარნის წარმოებულ "საფერავს" შემოგთავაზებთ. ინგრედიენტები:
მომზადების წესები: ხახვი და ნიორი წვრილად დაჭერით, მოშუშტეთ ტაფაზე ზეთში. დაამატეთ მარილი და პილპილი, შემდეგ დაამატეთ კედარის კაკალი ან დაჭრილი ნიგოზი. როცა ხახვი, ნიორი და ნიგოზი სასიამოვნო ოქროსფერს მიიღებს, დაამატეთ ისპანახის ფოთლები, 2-3 წუთში კი ფეტა. გულსართი ჩაუდეთ ხორცს და რულეტივით შეახვიეთ. დაამაგრეთ ძაფით. შეწვით რულეტი ტაფაზე ყველა მხრიდან, რომ სასიამოვნო ოქროსფერი კანი გაიკეთოს.
შემდეგ გადაიტანეთ ღუმელში 190 გრადუსზე დაახლოებით 1 საათი. 29 1-ს მოსწონს
|