x
რომელი ღვინო უნდა მივირთვათ კახურ ხაშლამასთან ერთად - რჩევები გურმანებს
ხაშლამა

ვფიქრობთ, "კახური ხაშლამა" ქართული სუფრის ერთ-ერთი საუკეთესო კერძია. მისი მომზადება ერთი შეხედვით მარტივია, მაგრამ კარგად დაიმახსოვრეთ რომ, ხორცს ამ კერძში დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სანამ "კახური ხაშლამის" მომზადებას დაიწყებთ, მანამ საგულდაგულოდ შეარჩიეთ საქონლის ახალგაზრდა, ცხიმიანი ხორცი. ჩვენი აზრით, დასახელებულ კერძს ყველაზე კარგად მშრალად დაყენებული საფერავი მოუხდება. საფერავის სტრუქტურა და ტანინები შესანიშნავად დააბალანსებს კერძის ცხიმიანობას და ხაშლამის გემოს კიდევ უფრო მიმზიდვლეს გახდის

ინგრედიენტები:

  • საქონლის ახალგაზრდა, ცხიმიანი ხორცი (მკერდის ნაწილი) - 2 კგ;
  • დაფნის ფოთოლი - 2 ცალი;
  • ხახვი - 1 თავი;
  • მარილი;
  • ნიორწყალი - სუფრაზე მისატანად.
ხორცი მომზადების წესები


ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად (წვრილ ნაჭრებად არ დავჭრათ!), გავრეცხოთ კარგად, ჩავყაროთ ქვაბში, გავაჩეროთ
მთელი ღამით, დილით გადავწუროთ, ახალი წყალი დავასხათ და ვადუღოთ; დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი.

ხორცი წ

ხარშვისას დავუმატოთ ხახვი და დაფნის ფოთოლი. ხარშვაში რომ შევა, დავუმატოთ მარილი. როცა ხორცი კარგად მოიხარშება, შევაზავოთ მარილით. ქაფქირით ამოვიღოთ ლანგარზე, მივირთვათ ნიორწყლით.

განაგრძეთ კითხვა

0
111
შეფასება არ არის
ავტორი:Georgian News
Georgian News
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0