სიახლეები ახალი ვარიანტები შაქრის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებლად 2018, 17 იანვარი, 16:02 თითქმის ყველა სახლში, ყველა სამზარეულოში მოიძებნება შაქარი. მის გარეშე ხომ წარმოუდგენელია.უამრავი საჭმელი სწორედ, რომ შაქრის დახმარებით მზადდება. მაგრამ თქვენც კი წარმოიდგენთ, რომ შაქარი შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მარტო საკვებში. ჩვენ გაგიზიარებთ შაქრის სხვა თვისებებს, რომლითაც ბევრად უფრო ადვილი გახდება ყოველდღიურ ცხოვრება. 1. ყველა სილამაზის სალონში გამოიყენება შაქარი და თქვენ მარტივად შეგიძლიათ სახლში დაამზადოთ კანის მოვლის საშუალებები. თუ გლუვი და ხავერდოვანი კანი გინდათ, შეურიეთ შაქარი ქოქოსის ან ზეითუნის ზეთს. 2-3 წვეთი. 2.ყვავილები ლარნაკში უფრო დიდ ხანს გაძლებენ, თუ წყალში დაამატებთ 3 სუფრის კოვზ შაქარს. 3.ზოგი დიასახლისი დალაქავებულ ტანსაცმელს შაქარს აყრის თბილი წყლის დახმარებით და 1 საათი აჩერებს.შემდეგ კი რეცხავს. 4.თუ პირი დაგეწვათ ჩაიყარეთ შაქარი და ცოტა ხანს გაიჩერეთ.იგი ანელებს ტკივილს. 5.შაქარი ხელს უწყობს ცეცხლის სწრაფად ანთებას. დაყარეთ ცოტა შაქარი ხეზე, შემდეგ დაიწყეთ ანთება. 6.ზოგჯერ ძნელია ცხიმის ხელიდან მოშორება.შაქარი დაგეხმარებათ მის მარტივად მოცილებაში. 7.თუ ოთახში ბუხრიდან ან ღუმელიდან ცუდი სუნი გამოვიდა, დაყარეთ შაქარი რკინის ჯამში და შედგით შიგნით. 8.დაზიანებულს ან მტკივნეულ ადგილზე შაქრის დაყრა ხელს შეუწყობს შეშუპების დაცხრობას. 9.მოგეხსენებათ ბევრ მწერს უყვარს შაქარი.დაიხმარეთ საფუარიც და მოამზადეთ მათთვის ხაფანგი. 14 8-ს მოსწონს
|