ქალი და მამაკაცი ლატვიელმა ქალმა თავის ამერიკელი საქმრო გადამეტებული სექსუალური ჟინის გამო წყალში დაახრჩო 2018, 16 იანვარი, 19:28 37 წლის ლატვიელმა ქალმა.რომელიც შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა თავის 46 წლის საქმრო მდინარეში დაახრჩო, ქალმა თავის საქციელი ასე ახსნა: დაიღალა მისი სექს-მოთხოვნებით. ინციდენტი მოხდა 2015 წლის აპრილში მდინარე ჰუდსონში(შტატი ნიუ-იორკი), ნავიდან დამცავი ხუფი მოხსნა, რის შედეგადაც საქმრო ნავთან ერთად წყალში ჩაიძირა და დაიხრჩო. ანჟელინა გრესვოლდმა აღიარა, რომ საქმრო მოკლა მისი გაუთავებელი სექს-კაპრიზების გამო, მამაკაცი ბოლოს სთხოვდა სამს ჰქონოდათ ერთად სექსი, ქალი კი ყოველთვის უარს უცხადებდა. გამოძიებამ თავიდან მიიჩნია, რომ უბედურ შემთხვევასთან ჰქონდათ საქმე, თუმცა საქმის შესწავლის შემდეგ ნელნელა ეჭვი გაჩნდა, საბოლოოდ ანჟელინამ აღიარა დანაშაული, ქალმა განაცხადა, რომ საქმროს მკვლელობის მიზეზი მისი მხრიდან დაუცხრომელი სექსი იყო, ხოლო ბოლო წვეთი აღმოჩნდა, შეთავაზება: სექსი სამი ადამიანის მონაწილეობით. გრესვოლდმა განაცხადა, რომ ოცნებობდა საქმროს სიკვდილზე, ხოლო მისი მკვლელობის შემდეგ შვება იგრძნო. "მსურდა თავისუფალი ვყოფილიყავი"-ამბობს ანჟელინა, თუმცა გამოძიება ვარაუდობს, რომ მარტო ეს არ იყო მკვლელობის მოტივი.არის კიდევ ერთი-250 000 $ სადაზღვევო თანხა, რომელიც გრესვოლდს დაღუპული ვინსენტ ვიაფორისგან ერგო. 2017 წლის 8 ნოემბერს ანჯელინა გრესვოლდს ოთხ წლამდე პატიმრობა მიესაჯა, მაგრამ რადგან 2.5 წელიწადი საპატიმროში გაატარა(ამდენი ხანი გაგრძელდა საგამოძიებო პროცესი) ანჟელინა უკვე 6 კვირის შემდეგ ციხიდან გაანთავისუფლეს.ამჟამად მისი ლატვიაში დეპორტაცია იგეგმება. ანჟელინა გრესვოლდი 2000 წელს ჩავიდა ამერიკაში, სადაც ძიძად დაიწყო მუშაობა. ვინსენტ ვიაფორის დედა აღშფოთებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით:"სულ ოთხი წელიწადი მკველობისთვის?არა რა!ჩემი შვილი კარგი ადამიანი იყო და ყველას უყვარდა, ძალიან გვენატრება."
246 8-ს მოსწონს
|