სისხლის სამართალი ოთო აბესაძე სასამართლო დარბაზიდან გირაოთი გათავისუფლდა 2018, 15 იანვარი, 17:23 ქრთამის აღების ფაქტზე დაკავრბული თბილისის მეიის მაღალჩინოსანი ოთარ აბესაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს... მოსამართლემ დღევანდელ სხდომაზე პატიმრობის გირაოს სანაცვლოდ შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. აბესაძე 10 000 ლარს გადაიხდის. დაცვის მხარემ სასამართლოს ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინა, სადაც მის ჯანმრთელობის რთულ მდგომარეობაზეა საუბარი. ოთარ აბესაძემ დარბაზიდან გამოსვლისას ბოდიში მოიხადა შექმნილი უხერხულობისთვის და მადლობას უხდის ყველა ადამიანს, გამოჩენილი სოლიდარობისთვის. მას პროცესის დასრულებამდე პასპორტი ჩამოერთვა და ქვეყნის დატოვება აეკრძალა. 26 შეფასება არ არის
|