დიეტოლოგია გჭირდებათ თუ არა წონაში დაკლება - გამოთვალეთ თქვენი სხულის მასის ინდექსი 2018, 14 იანვარი, 22:53 როგორც ცნობილი, ფიზიკური განვითარების შეფასება ხდება სხეულის მასის ინდექსის (სმი) გამოყენებით.
სხეულის მასის ინდექსი რომ გავიგოთ, უნდა გამოვთვალოთ ის შემდეგი ფორმმულის საშუალებით: სმი = სხეულის მასა (კგ) / სიმაღლე (მ. კვ)
ანუ სმი უდრის სხეულის მასა გაყოფილი სიმაღლეზე.
თუ ეს მაჩვენელი არის 18, 5 - 25 კგ/მ.კვ. მაშინ წონა ითვლება ნორმალურად; თუ 18, 5 კგ/მ.კვ–ზე ნაკლებია სხეულის მასა არადამაკმაყოფილებელია; 25-30 კგ/მ.კვ. სხეულის ჭარბი მასის მანიშნებელია; თუ სმი მეტია 30 კგ/მ.კვ.–ზე სახეზეა სიმსუქნე.
მასა-სიმაღლის ეს მაჩვენებელი ძირითად კავშირშია სხეულის მასასთან და ნაკლებად არის დამოკიდებული სიმაღლეზე. ამიტომ ის კარგ ინფორმაციას იძლევა ორგანიზმში ცხიმის შემცველობაზე. 394 1-ს მოსწონს
|