დიეტოლოგია როგორ ვიკვებოთ სწორად - მარტივი და ეფექტური წესები 21 ნოემბერი, 15:52 რაციონალური კვება - ეს არის ჯანმრთელი ადამიანის სრულფასოვანი კვება მისი ასაკის, სქესის, შრომითი საქმიანობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. იმისათვის, რომ საკვები რაციონი იყოს ჯანსაღი უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე მოთხოვნას: 1. დღიური საკვები რაციონის ენერგეტიკული ღირებულება უნდა შეესაბამებოდეს ორგანიზმის ენერგოხარჯვებს. შენ გჭირდება იმდენი კკალ ენერგია, რამდენსაც ხარჯავ! 1გ ცილა და/ან ნახშირწყალი ორგანიზმისთვის იძლევა 4 კკალ ენერგიას, 1გ ცხიმი - 9 კკალ ენერგიას. სხეულის მასის მომატება 1 კგ-ით ნიშნავს, რომ თქვენმა კვებამ 6750 კკალ-ით გადააჭარბა ენერგოხარჯვებს. 2. უნდა მივიღოთ საკვები ნივთიერებები იმ რაოდენობითა და პროპორციებით, რომლებიც მაქსიმალურად სასარგებლო და საჭიროა ორგანიზმისთვის. ძირითადი საკვები ნივთიერებებია : ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები. საკვებში მათი ოპტიმალური თანაფარდობაა: 1: 1 : 4 3. კვების რაციონი სწორად უნდა იყოს გადანაწილებული დღის განმავლობაში. რაციონის დღიური ენერგეტიკული ღირებულება უნდა იყოს: 3-ჯერადი კვების დროს: საუზმე - 30%, სადილი - 45%, ვახშამი - 25%. 4-ჯერადი კვების დროს: პირველი საუმე - 25%, მეორე საუზმე (სამხარი) - 15%, სადილი - 35%, ვახშამი - 25%. 4. საკვები უნდა იყოს უსაფრთხო და უვნებელი, მათ შორის, მისი მომზადება-გადამუშავების მეთოდებიც. 5. სითხე საკმარისი რაოდენობით. 6-8 ჭიქა წყალი ყოველდღიურად დატვირთვის მიხედვით და ასევე, არაალკოჰოლური სასმელებიდან ჯანსაღი ვარიანტები, როგორიცაა ჩაი და დაბალცხიმიანი რძე. 61 1-ს მოსწონს
|