კინო ლევან აბაშიძის ბოლო საუბარი დედასთან აფხაზეთის ომში წასვლამდე 2018, 14 იანვარი, 0:27 საკმარისია ახსენო ერთი ქართული ფილმი -" ფესვები", რომ თვალწინ სულისშემძვრელი ფინალური კადრები წარმოდგება და ლევან აბაშიძის საოცარი შესრულება, როცა მატარებელი ბაქანზე ჩამოდგება და ვაგონიდან ახალგაზრდა ბიჭი გადმოდის, ეს სცენა სამუდამოდ აღიბეჭდა მაყურებლების მეხსიერებაში.. ლევან აბაშიძემ სულ 15 ფილმში მიიღო მონაწილეობა, ის 29 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა აფხაზეთის ომში 1992 წელს. წლების შემდეგ ლევან აბაშიძის დედა იხსენებს, რომ იმის მიუხედავად რომ ლევანს იმ პერიოდში 3 ფილმში იღებდნენ და ძალიან დაკავრებული იყო, მას გული უგრძნობდა, რომ მისი შვილი ომში წავიდოდა და რაღაც ცუდი მოხდებოდა. ის ასე შვილთან ბოლო საკმაოდ მძიმე საუბარს იხსენებს.. " საოცარი ინტუიცია მაქვს. ომი რომ დაიწყო შეშლილივით ვიყავი, მეგონა, რომ ლევანი ფრონტზე წავიდა. მივედი კინოსტუდიაში, გავიგე, რომ ნამდვილად გადაღებებზე იყო ბათუმში, დავმშვიდდი, იმხანად სამ ფილმში იღებდნენ ერთდროულად, მაგრამ ვიცოდი შინ არ გაჩერდებოდა. 4 სექტემბერს ბათუმიდან ჩამოვიდა თბილისში და გამომიცხადა: " დედა მე მივდივარ სოხუმში! " გავშეშდი.. იქ ვინც იბრძვის, იმათ დედები არ ჰყავთო? - ვერაფერი ვუპასუხე. ვიცოდი ჩემი პროტესტი უშედეგო და უადგილო იქნებოდა.." - მანანა ხიდაშელი ლევან აბაშიძის დედა. 1284 2-ს მოსწონს
|