ფსიქოლოგია სპილოები ბაწრით! -მორალი:-''არასოდეს დანებდე,ცდას ყოველთვის აქვს აზრი!'' 2018, 12 იანვარი, 17:58 ![]() -''ჩვენ თავიდანვე, როცა ისინი გაცილებით პატარები არიან, ამ ბაწრებით ვაბავთ და თავისუფლად აკავებს მათ, ხოლო როცა იზრდებიან და ზრდასრული ხდებიან, ამ დროისთვის ისინი მიჩვეულები არიან და ჰგონიათ კვლავ ისეთი უსუსურები არიან რომ ვერ გაწყვეტენ ბაწარს, ამიტომ არც კი ცდილობენ.'' ამ პასუხმა მამაკაცი კიდევ უფრო აღაფრთოვანა...ამხელა ცხოველებს თავისუფლად შეეძლოთ ნებისმიერ დროს თავისუფლება მოეპოვებინათ მაგრამ ისე სწამდათ და სჯეროდათ მათ რომ ეს არ შეეძლოთ, აღარც ცდილობდნენ... P.S.აბა რამდენი ვყოფილვართ ამ სპილოების სიტუაციაში? რამდენჯერ დაგვიყრია ფარხმალი მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო რომ ვიღაც იდიოტმა გვითხრა რომ ეს არ გამოგვივა? ან იქნებ პრობლემა ჩვენშია? ერთხელ ვცადეთ და იმედგაცრუების შედეგად დავნებდით? ყველაფერი ეს არის ზუსტად ის ბაწარი, რომელიც ფეხებს გვიბორკავს და ერთ ადგილზე გვაჩერებს...ის კი გვავიწყდება რომ სხვის აზრზე მნიშვნელოვანი საკუთარი თავის რწმენაა. ჩვენ შეგვიძლია გავწყვიტოთ ნებისმიერი სახის ბაწარი რომელიც გვაბრკოლებს და ვიბრძოლოთ ჩვენი მიზნის ასასრულებლად, უბრალოდ უნდა გვწამდეს ამის...სულ ესაა... :) 39 2-ს მოსწონს
|