x
მეტი
  • 26.12.2024
  • სტატია:139049
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512602
7 მეტრის სიმაღლის თოვლი და გახიზნული ტურისტები!
ძლიერი თოვლი ალპებში და გახიზნული ტურისტები კურორტზე - ასე ასათაურებენ მსოფლიოს წამყვანი ჟურნალები ალპებში მოსულ თოვლის შესახებ, რომლის სიმაღლეც 7 მეტრას აღწევს. შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე 10 000 -ზე მეტი ტურისტი 2 დღის განმავლობაში გახიზნულ მდგომარეობაში იყო. უახლესი ინფორმაციით, რეგიონში პანიკა შეწყდა და ცხოვრება ნორმალურ ტემპს დაუბრუნდა.


image


ალპების გზა, რომელიც საფრანგეთის მხარეს, ბესანსა და ბონევალს შორის გადის 7 მეტრა სიმაღლის თოვლით დაიფარა. ალენ დუკლოსის მიერ გადაღებულ ფოტოებმა მსოფლიოს ყურადღების მიპყრობა მოახერხა. მეტეოროლოგების ცნობით ასეთი თოვლი მხოლოდ 30 წელიწადში ერთხელ იჩენს თავს.


image



როგორც ცნობილია თოვა 36 საათის განმავლობაში შეუწყვეტლივ მიმდინარეობდა, დაფიქსირდა ათობით მეწყერი, რასაც ფრანგი მთამსვლელის სიცოცხლეც შეეწირა.


image


ალპების დიდთოვლიანობამ იტალიის სათხილამურო კურორტ Sestrieres -ზეც იმოქმედა. ერთ-ერთ სახლში ჩამოვარდნილ მეწყერის შედეგად, საბედნიეროდ დაზარალებული არ ყოფილა.


image


შვეიცარიის სათხილამურო კურორტ ზემრმატიდან 1000 ზე მეტი ტურისტი საჰაერო ძალების დახმარებით იქნა გადაყვანილი ტერიტორიიდან.


image


ტურისტები ვერტმფრენით ადგილის დასატოვებლად კაცზე 50 ევროს იხდიდნენ.


image




სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. ზედიზედ მეორედ! საჰარა კვლავ "გათეთრდა"!!!

2. გაყინული ნიაგარა კვლავ ჯადოსნური სილამაზით გამოირჩევა ( +23 ფოტო

3. 35 უძლიერესი სამხედრო არმია ჩვენს პლანეტაზე, 2017 წლის სტატისტიკით

4. აიღეთ ბარგი! დროა წავიდეთ - 22 მიზეზი იმისა, თუ რატომ სჯობია ცხოვრება ურუგვაიში?!

5. 10 უცნაური რეალობა ისტორიული პირების შესახებ, რომელიც შესაძლოა დღემდე არ გცოდნოდათ!


3
372
9-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
372
  
2018, 12 იანვარი, 0:31
აქ ცოდვილობს რაღაცას,,წვიმას უფრო გავს:(
2018, 12 იანვარი, 0:29
ჩემთან დაწყებულია და მგონი დილისთვის იქნება 20 სმ
2018, 12 იანვარი, 0:16
აქ 20 სმ მაინც მოთოვოს :დ
0 1 3