სხვა Playboy-ის გარეკანზე პირველად გამოქვეყნდა ტრანსგენდერის შიშველი ფოტო 2018, 11 იანვარი, 19:23 პირველად Playboy -ის გერმანულ გამოცემაში ჟურნალის გარეკანზე დაიდი ტრანსგენდერის შიშველი ფოტო. 21 წლის ჯულიანა ფარფალა წელზემოთ მთლიანად შიშველი ჟურნალის იანვრის ნომრის გარეკანზე გამოჩნდა:"ძვირფასო მეგობრებო, მე Playboy-ის გარეკანზე ვიქნები და შედეგით სუპერამაყი ვარ, იმედი მაქვს, რომ თქვენც ისევე მოგეწონებათ, როგორც მე "-დაწერა ჯულიანამ Instagram-ზე. Playboy-ის მთავარი რედაქტორის, ფლორიან ბოიტინის განცხადებით, ფარფალა-შესანიშნავი მაგალითია იმის, რომ თუ რაოდენ საჭიროა "ბრძოლა თვითგამორკვევისათვის", მანვე დასძინა, რომ 2017 წელს გარდაცვლილი ჟურნალის დამაარსებელი, ჰიუ ჰეფნერი ყოველთვის სასტიკი წინააღმდეგი იყო დიკრიმინაციის გამოვლინების ნებისმიერი ფორმის მიმართ. ჯულიან ფარფალა დაიბადა სამხრეთ-დასავლეთ გერმანიაში, პატარა ქალაქ ბრაისგაუში, ბიჭი სახელად პასკალ რადემახერი ბავშობიდანვე გრძნობდა, რომ "საკუთარ სხეულს არ ფლობდა", 16 წლის ასაკში გადაწყვიტა სქესის შეცვლა, რის შემდეგაც ჯულიანა ფარფალა გახდა. შარშან ფარფალა მონაწილეობდა რეალიტი შოუში-"ტოპ-მოდელი გერმანულად" შეგახსენებთ, 2017 წლის ოქტომბერში, ფრანგი ტრანსგენდერი, ინეს რაუ Playboy-ის "თვის გოგონად" დასახელდა. ფოტოზე: ინეს რაუ-ფრანგი ტრანსგენდერი მოდელი 73 5-ს მოსწონს
|