საქართველო 220 წლის წინ გარდაიცვალა "პატარა კახი"-ტესტი-ვიქტორინა:რა ვიცით ერეკლე II-ს შესახებ? 2018, 11 იანვარი, 12:50
1797 წლის შემოდგომაზე მეფე ერეკლეს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ხოლო 1798 წლის დასაწყისში მეფებ გონება დაკარგა და ლოგინად ჩავარდა, 78 წლის მცხოვან მეფეს ფეხები უსივდებოდა, სხეულში წყალი უგროვდებოდა, წყალმანკი სჭირსო, თუმცა სავარაუდოდ სითხის დაგროვება გულის უკმარისობით იყო გამოწვეული, 11 იანვარს მეფე ერეკლე მიიცვალა იმავე სასახლეში, სადაც 78 წლის წინ დაიბადა.
მეფე ერეკლე-.რომელსაც ფაქტობრივად ბრძოლა არ წაუგია(რაც წააგო ისევ ღალატით, ომარ-ხანმაც ერეკლესთან შებრძოლება ვერ გაბედა და ახალციხეში შემოვლითი გზებით გადავიდა და დაანგრია ახტალის ლითონის მადნები. დიდი ზარალი მიაყენენა ქართლ–კახეთს და იმერეთს.) მეფე ერეკლე, რომელმაც შეზღუდა თავნება თავადები და გააუქმა ზოგიერთი სათავადო, გამოსცა კანონი, რის მიხედვითაც ტყვეობიდან თავისი სახსრებითა და ინიციატივით დაბრუნებულ გლეხს თავისუფლება ენიჭებოდა; შექმნა მორიგეობის პრინციპზე დამყარებული მუდმივი ჯარი;შექმნა და გაამრავლა თავისუფალ მიწათმფლობელ-მოლაშქრეთა ფენა;აკრძალა ტყვეებით ვაჭრობა; დარაზმა ხალხი ტყვეთა გატაცების წინააღმდეგ;შემოიღო მმართველობა ცალკეული უწყებების მიხედვით დანაწილებინა: „საგარეო საქმეთა“, „სახელმწიფო შემოსავლისა“ და „სამხედრო საქმეთა“ დარგებად. მეფე ერეკლე-, რომლის დროსაც გაჩნდა ფაბრიკები და ქარხნები (შაქრის, მინის, სარკის, ბროლის, შალის, სანთლის, იარაღის, საპნის, აგურის, თიხის ჭურჭლის დამამზადებელი საწარმოები. ზეთსახდელი, მარილსახდელი, თამბაქოს დამამზადებელი, შაქრისმწარმოებელი ქარხნები, სამღებროები), განვითარდა სამთამადნო წარმოება (სპილენძის, ოქრო-ვერცხლის, თუჯის, რკინის), დიდი შემოსავალი შემოდიოდა ახტალის ლითონის მადნებიდან (ამ მადნიდან პირველად მიღებული ოქროდან ერეკლემ ოქროს ბარძიმი დაამზადებინნა და მცხეთის სვეტიცხოველს შესწირა ); განახლდა ზარაფხანა, იჭრებოდა ვერცხლისა და სპილენძის ფული, ამუშავდა იარაღის, დენთის, ზარბაზნის დამამზადებელი ქარხნები. თბილისში დუქნების რიცხვი ხუთასამდე აღწევდა. მეფე ერეკლეს დროს, ქვეყანაში დიდი ყურადღება ეთმობოდა განათლებას, იხსნებოდა სასულიერო სემინარიები და სკოლები. აღადგინეს სტამბა, რომელიც ვახტანგ მეექვსემ ჩამოატანინა რუმინეთიდან, იბეჭდებოდა წიგნები. მეფის ირგვლივ შეიკრიბა განათლებისა და კულტურის მოღვაწეთა დასი, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკლესიის გაძლიერებას. თბილისი იმ პერიოდში იქცა ამიერკავკასიის პოლიტიკურ, კულტურულ და სავაჭრო ცენტრად. მეფე ერეკლე არის ერთადერთი მონარქი საქართველოდან, რომელის შესახებაც ყველაზე მეტი იწერებოდა ევროპაში, მათ შორის ინგლისურ, გერმანული, ჰოლანდიურ და რუსულ პრესაში. მეფე ერეკლე იყო.რომელმაც გააფორმა "გეორგიევსკის ტრაქტატი"-ხახადაფჩენილი ირანის და ოსმალეთის, ცალკე გამუდუმებული ლეკიანობის ფონზე მეფისთვის ერთადერთ გამოსავალი რუსეთთან კავშირის გამყარება მიაჩნდა. 1783 წლის 18 ივლისს გეორგიევსკის ციხესიმაგრეში ხელი მოეწერა ტრაქტატს, რის მიხედვითაც ქართლ-კახეთი რუსეთი მფარველობის ქვეშ გადადიოდა, - ქვეყნის საშინაო მართვა-გამგეობა, სამართლის წარმოება და გადასახადების აკრეფა მთლიანად საქართველოს მეფის უფლებებში რჩებოდა. რუსეთის სამხედრო და სამოქალაქო წარმომადგენლებს ეკრძალებოდათ საქართველოში რაიმე განკარგულების გაცემა, თუმცა ქართლ-კახეთის მეფეს ამიერიდან უცხო სახელმწიფოებთან დამოუკიდებელი დიპლომატიურ ურთიერთობა მხოლოდ რუსეთის საიმპერატორო კარის რეზიდენტთან შეთანხმების შემდეგ შეეძლო. რამდენად ბრძნული იყო ერეკლე II-ს გადაწყვეტილება?უნდა ავღნიშნოთ, რომ ნამდვილად ერთადერთი სწორი გამოსავალი იყო, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ XVIII საუკუნის 80-იან წლებში რუსეთს ყირიმის შემდეგ ინტერესი გაუჩნდა ამიერკავკასიის მიმართ, ასე, რომ ის თავის პოლიტიკურ ინტერესებს და მიზნებს მაინც განახორციელებდა(ერეკლე II-არ ჰყავდა ჩრდილოეთ კავაკასიას, არც აზერბაიჯანს და არც სომხეთს, თუმცა რუსეთმა თავის საქმე მაინც შეასრულა) ერეკლე II-მ დიდი კვალი დატოვა ქართველი ხალხის ისტორიაში. სიცოცხლის დიდი ნაწილი მან ლაშქრობაში გაატარა და ხშირად უბრალო ჯარისკაცივით ცხოვრობდა. ხალხმა მას საალერსო სახელი "პატარა კახი" უწოდა. ერეკლე II-ის პიროვნება, მისი საქმეები, ფართოდ აისახა ქართულ ხალხურ შემოქმედებაში. მისი სახელი ეროვნული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიმბოლოდ იქცა. ახლა კი შემოგთავაზებთ ტესტს:"რა ვიცით ერეკლე II-ს შესახებ?" ტესტში 10 კითხვაა და 2 ან 3 სავარაუდო პასუხია. 2326 10-ს მოსწონს |
რაც შეეხება ერეკლეს მიერ საქართველოს გაერთიანებაზე უარის თქმის მიზეზი დარეჯან დედოფალი, რომ იყო წერს სულმნათი ლევან სანიკიძეც და ერეკლეს უპირველესი მრჩეველი სოლომონიც, რომელიც გეორრგიევსკის ტრაქტატზე ხელის მოწერის კატეორიული წინააღმდეგიც იყო.
ნებისმიერი ქართული წყაარო დაგიდასტურებთ, რომ ერეკლემ საქართველოს გაერთიანების იდეაზე უარი თქვა დარეჯან დედოფლის რჩევით.
ერეკლე, როგორც სამხედრო სტრატეგი უძლიერესი იყო, როგორც პოლიტიკოსი ძალიან სუსტი.
გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერამ ქართლ-კახეთთან ერთად შეიწირა იმერეთის სამეფო, ოდიშის და გურიის სამთავროების დამოკიდებულება.
მონარქიის აღდგენა, რომც მოხდეს ეს იქნება
ქმედუუნარო ანუ ისეთი მონარქია, როცა სახელმწიფოს მართავს არა მონარქი არამედ პარლამენტი.
თუმცა ეგრევე წავაწყდებით პრობლემას, დასავლეთ საქართველოს რეგიონებს ავტომატურად და სრულიად ლეგიტიმურად ეძლევათ უფლება არ დაემორჩინონ და არ ცნონ მონარქია.
ჩემი წინაპრების საჯინიბო იყო ის შენობა და ტერიტორია სადაც ზუგდიდის ავადსახსენებელი უკვე დახურული იზოლატორი მდებარეობს.
ეგრისის სამეფოში ირანი არასოდეს შესულა, შევიდა მხოლოდ ერთხელ და მაშინაც ტეხურმა და ცხენისწყალმა წალეკა მათი ბანაკი.
დავით აღმაშენებელი იყო უძლიერესი სტრატეგი და იმავდროულად უძლიერესი და შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი მეფე.
ამასაც შევეშვათ, როცა სამეგრელოს მთავარმა გურიის მთავარი გურიელი, იმერეთის მეფე და რაჭის ერისთავი დაითანხმა ერეკლეს წვეოდნენ და ეთხოვათ ერეკლესავით გამხდარიყო ერთიანი საქართველოს მეფე.
ერეკლემ მოუსმინა და რჩევისათვის მრჩევლებისთვის კი არ მიუმართავს, დედოფალ დარეჯანთან შევიდამ დარეჯანმაც უარი ათქმევინა მეფეს, რითაც დასამარდა საქართველოს გაერთიანების მცდელობა.
ეს მქონდა მხედველობაში.
ახლა დავუშვათ აღდგა საქართველოში მონარქია, ის ლეგიტიმური იქნება მხოლოდ ქართლ–კახეთისათვის.
სხვა რეგიონებზე ვერ გავრცელდება მისი ლეგიტიმაცია, რაც მიზეზს მისცემს ოკუპანტ რუსებს ისარგებლოს ამით და სეპარატიზმის საფრთხეს გაზრდის.