x
image
_K_
6 კომპლიმენტი, რომელიც მამაკაცმა ქალს არ უნდა უთხრას

ალბათ, ყველა ქალმა იცის ეს გრძნობა... ესაუბრები სიმპათიურ მამაკაცს, იწყებ იმაზე ფიქრს, რომ მისი ახლოს გაცნობა და ურთიერთობის გაღრმავება ღირს, მაგრამ უცებ ის რაღაც შეურაცხმყოფელს ამბობს. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ვერც აანალიზებს, რა შეცდომა დაუშვა.

კაცებო, თუ ამ სტატიას კითხულობთ, კარგად დაიმახსოვრეთ, რა კომპლიმენტები არ უნდა უთხრათ ქალს არასდროს!

1. "შენი ასაკისთვის კარგად გამოიყურები"

ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი კომპლიმენტია, რისი თქმაც მამაკაცს ქალისთვის შეუძლია. შეიძლება, თავიდან ქალი გახარებულიც ჩანდეს, მაგრამ შემდეგ სიტყვების გაანალიზებას იწყებს. დაიწყებს იმაზე ფიქრობს, რომ ასაკიანია და ფრთხილად შეეხება სახის ნაოჭებს. შემდეგ ტირილს დაიწყებს.

მამაკაცებო, თუ მართლა ფიქრობთ, რომ თქვენი პარტნიორი თავისი ასაკისთვის კარგად გამოიყურება, არასდროს თქვათ ეს. ამის ნაცვლად შეგიძლიათ, უბრალოდ, უთხრათ, რომ კარგად გამოიყურება. ეს სრულებით საკმარისია.

image

2. ასეთი მსუქანიც არ ხარ

ქალებს უყვართ წუწუნი და გაზვიადება, განსაკუთრებით, როცა საქმე წონას ეხება. ზოგჯერ თქვენი შეყვარებული იწუწუნებს სიმსუქნეზე, მაგრამ იმის მაგივრად, უთხრათ, რომ გამხდარია, ეუბნებით ასეთ რამეს "ასეთი მსუქანიც არ ხარ". ასეთი რამის თქმის შემდეგ მან შესაძლოა ტირილი ან კამათი დაიწყოს. ქალი, რომელიც ასეთ "კომპლიმენტს" მოისმენს, აუცილებლად იფიქრებს, რომ მსუქანია და მოიწყენს.

image

3. "არაჩვეულებრივი ხარ! როგორ ახერხებ, რომ ისევ მარტო ხარ"?

მართლაც რომ ფიქრობდეთ, რომ თქვენი ოცნების ქალს შეხვდით და მართლა რომ გაინტერესებდეთ, რატომ არის ასეთი ქალი ჯერ კიდევ მარტო, ეს შეკითხვა მაინც არ დასვათ! შეიძლება, არსებობს სერიოზული მიზეზები, რატომაც ცხოვრობს ის მარტო, შეიძლება საკმაოდ სევდიანი ამბებიც იყოს ამ მიზეზის უკან. ასეთი შეკითხვით შეიძლება მას ატკინოთ და თავი დაუცველად აგრძნობინოთ. თუ თქვენი ურთიერთობა გაღრმავდება, პასუხს ხომ ისედაც გაიგებთ.

image

4. "ისე კარგად ამზადებ საჭმელს, როგორც დედაჩემი"

უნდა იცოდეთ, რომ ქალებს არ უყვართ, როცა ვინმეს ადარებენ, განსაკუთრებით შეყვარებულის ან ქმრის დედას. ქალს უნდა, რომ თავი ერთადერთად იგრძნოს. დედათქვენთან შედარება კი მას აფიქრებინებს, რომ შეიძლება, მასზე უარესიცაა.

image

5. "დღეს სხვანაირად გამოიყურები. მაკიაჟს ატარებ"?

ეს კიდევ ერთი კომპლიმენტია, მამაკაცების აზრით რომ კარგია და ქალებისთვის - საშინელება. მაშინაც კი, თუ ქალი ნახევარ დღეს ატარებს მაკიაჟის გაკეთებაში, მაინც არასდროს უთხრათ მას, რომ მაკიაჟის გამოა ლამაზი. თქვენ უნდა აფასებდეთ მის რეალურ სილამაზეს, მაკიაჟი კი ამას მხოლოდ ხაზს უსვამს. დაიმახსოვრეთ!

image

6. "ძალიან ხუმარა ხარ ქალის კვალობაზე"

უმჯობესია, ასეთი "კომპლიმენტი" არცერთ ქალს არ უთხრათ. ეს ფრაზა შეიძლება უხეშად ან დამამცირებლადაც მიიღონ ქალებმა. როცა ასეთ რამეს ამბობთ, იმას გულისხმობთ, რომ თქვენი აზრით, ქალები კაცებზე დაბლა დგანან და არ შეუძლიათ მარტივ რაღაცებში იყვნენ კარგი, მაგალითად ხუმრობაში. თუ გინდათ, რომ ქალს კომპლიმენტი უთხრათ, უბრალოთ, თქვით: "რა ხუმარა ხარ" და სულ ესაა.

image

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ასევე დაგაინტერესებთ:

1. როგორი იქნება ახალი წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

2. ფსიქოლოგიური ტესტი: 4 სიმართლე თქვენ შესახებ


3. ფსიქოლოგიური ტესტი: ვის დაეხმარებოდით პირველად?

4. სასიყვარულო ურთიერთობების 4 მთავარი წესი

5. რა შეუძლია მაკიაჟს - 20 მაგალითი

0
2390
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
2390
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0