კულტურა ზედიზედ მეორედ! საჰარა კვლავ "გათეთრდა"!!! 2018, 10 იანვარი, 22:50 საჰარა - მსოფლიოში უდიდესი ქვიშიანი უდაბნო, ფართობით 9 მლნ კმ². მდებარეობს ჩრდილოეთ აფრიკაში. უდაბნოს ასაკი დაახლოებით 2, 5 მილიონი წელია. სახელი „საჰარა“ მომდინარეობს არაბულიდან (صحراء) და ნიშნავს უდაბნოს. მას აფრიკის ტერიტორიის დაახლოებით 1/4 უკავია, ანუ თითქმის ავსტრალიის ტოლი ფართობი.
საჰარის ფარგლებში მთლიანად ან ნაწილობრივ მოქცეულია 11 სახელმწიფო: მაროკო, ალჟირი, ტუნისი, ლიბია, ეგვიპტე, დასავლეთ საჰარა, მავრიტანია, მალი, ნიგერი, ჩადი და სუდანი. საჰარას უდაბოში თოვლი 1979 წლიდან არ დაფიქსირებულა, თუმცა 2017 და 2018 წლებში ზედიზედ ორჯერ მოთოვა. ამ უდაბნოში წვიმაც კი იშვიათად იჩენს თავს. მაროკოს აინ საფრას რეგიონი საჰარას უდაბნოში მდებარეობს. რეგიონში თოვამ კვირა დღეს, შუადღის შემდეგ დაიწყო. თოვლის სიმაღლე 40 სანტიმეტრს აღწევდა, რამაც ბუნების სილამაზი კიდევ ერთხელ გვაჩვენა... ყვითელი ქვიშა რამოდენიმე საათში გათეთრდა! ეს იყო ასევე იდეალური შანსი ფოტოგრაფებისთვის. მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყნებიდან ათასობით ფოტოგრაფი საჰარას უდაბნოსკენ გაეშურა, რათა ეს შტამბეჭდავი კადრები დაეფიქსირებინათ. მეცნიერების აზრით, საჰარას უდაბნოში თოვლის მოსვლა უკვე გასაკვირვი ფაქტი აღარაა, რადგან გლობალური დათბობა დღითი დღე უფრო ძლიერდება, ზუსტად აქედან გამომდინარეა საჰარაზე თოვლიც! ერთ ჯგუფ მეცნიერთა განცხადებით, გლობალური დათბობიდან გამომდინარე, უახლოეს მომავალში საჰარას უდაბნოში მოსალოდნელია გამწვანება და სრული დასახლება. ჩვენი სტატიის ფოტოების ავტორები კარიმ ბუჩეტატა და სეკური კამელი არიან. სინოპტიკოსების განცხადებით 2018 წელს საჰარას უდაბნოში 3 ჯერ კიდევ არის თოვლის მოსვლის შანსი, აქედან გამომდინარე ფოტოგრაფები და ტურისტები უკვე მზად არიან საჰარაში გასაფრენად... წარმოგიდგენთ ამ ულამაზეს ფოტოებს... სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი {თქვენთვის საინტერესო} 2. საუკეთესო მეგობრებმა ააშენეს პატარა სოფელი, სადაც ერთად დაბერებას გეგმავენ... 3. თანაბარი ხელფასით, პოლიციის გარეშე და სახლები მხოლოდ 15 ევროდ - ნამდვილი უტოპია: მარინალედა! 4. აი, მონდომებაც ასეთი უნდა! როგორ დავამარცხოთ ჭარბწონიანობა? - წარმოგიდგენთ ცოცხალ მაგალითს 5. ტემპერატურა -17 ° - მდე დაეცა, ამასობაში ბუნების სილამაზემ თავი იჩინა! 326 10-ს მოსწონს
|