კინო " მეოცნებე დავრჩი, 86 წლისა ისევ კინოზე ვოცნებობ.." - ლეილა აბაშიძე 2018, 10 იანვარი, 21:10
ერთმანეთის გვერდით, ერთიდაიგივე ათწლეულში მან ითამაშა ჭრიჭინები, აბეზარები, მხიარული, სიცოცხლით სავსე გოგონები და მათ გვერდით ეპოქის გმირი მათე ბიჭი, უაღრესად ტრაგიკული ქალი ფილმში " შეხვედრა წარსულთან", რომლისთვისაც საკავშირო კინოფესტივალის პრიზიც მიიღო, თუმცა ლეგენდარული ლეილა აბაშიძე ფიქრობს რომ ამ როლებმა მისი შესაძლებლობები მაინც ვერ ამოწურა..
თავად ამბობს: " ინტელექტუალი ქალის როლი მე არ მითამაშია, სულ გლეხის გოგონებს ვთამაშობდი, თავსაფარწაკრულებს, კოლმეურნეებს, გმირებს, აბეზარებს. მოაზროვნე, ინტელექტუალი ქალის როლი ჩემთვის არ მოუციათ. ასე რომ, ჩემი შინაგანი მარაგი გამოუყენებელია.. ვოცნებობ ვითამაშო ფსიქოლოგიური, დრამატული, ინტელექტუალური როლი ჩემი ასაკის ქალის, რომლიც იქნება გვირგვინი ჩემი მთელი შემოქმედებისა."
" ასეთი მეოცნებე ვიყავი და დავრჩი, მე ვოცნებობ კიდევ ჩემს ასაკში კინოზე, იცით რამდენი წლისა ვარ? 86-ის, მაგრამ ფაქტი ფაქტია, გული არ ბერდება, შეუსრულებელი ოცნებები კვლავ გაფორიაქებენ, რამდენი წლისაც არ უნდა იყო. 459 4-ს მოსწონს
|