კინო თურქული სერიალი "დედა"-მცირე ინფორმაცია და გამოხმაურებები 2018, 10 იანვარი, 11:54 ტელეკომპანია" იმედზე" გადის მორიგი თურქული სერიალი "დედა"(2016), რომლის შინაარსიც ერთი პატარა უმწეო გოგონას, მელექის გარშემო ტრიალებს, რომელიც გულგრილ დედა შულესთან და მის სასტიკ საყვარელ ჯენგიზთან ერთად ცხოვრობს. მელექის(შემდგომ თუჩეს) ცხოვრებაში მაშინ იწყება ცვლილებები, როცა დაწყებით სკოლაში, სადაც ის სწავლობს, დროებით თანამშრომელს, ზეინეპს შეხვდება, ახალგაზრდა ქალი ამჩნევს თუ რა მძიმე ცხოვრება აქვს პატარა თუჩეს, მუდმივად მშიერი და დალილავებული დადის, მასში იღვიძებს დედობრივი ინსტიქტი, ივიწყებს ყველა გეგმას, კარიერას და გადაწყვეტს პატარა თუჩეს მიუძღვნას ცხოვრება. სერიალი არის რემეიკი იაპონური სერიალისა "დედა", რომელიც 2010 წელს გადაიღეს, სიუჟეტი იაპონელ სცენარისტს იუჯი საკამოტოს ეკუთვნის, მთავარ როლს ცნობილი იაპონელი მსახიობი და მომღერალი იასუკო მაცუკი ასრულებს. რაც შეეხება თურქულ რემეიკს, თემა ოდნავ უფრო გაშლილია და დრამატიზირებული, სერიალის პრემიერა შედგა Star TV -ზე 2016 წლის 25 ოქტომბერს. სერიალი გადიოდა ან გადის შემდეგ ქვეყნებში:ბოსნია, სერბია, ბულგარეთი, სლოვენია, საბერძნეთი, საქართველო.
გამოხმაურებები სერიალის გარშემო: "ძალიან კარგი, შესანიშნავი ნამუშევარია, განსაკუთრებით ორი მთავარი როლი..ბავშვების მიმართ დანაშაული ყველაზე მძიმეა და მსოფლიოს ყველა ქვეყნაში მკაცრად ისჯება, არც სტამბულია გამონაკლისი, ამის გამო შეიძლება სამუდამო პატიმრობაც მოგცენ, თუმცა მაინც არ შეშინდა მთავარი გმირი., 24 წლის ზეინეპი.."(მელანია) "გამარჯობათ ამას წინათ ვნახე ახალი თურქული სერიალი "დედა", რომელმაც ძალზე იმოქმედა ჩემზე და პირველსავე სერიიდან ვეღარ ვეშვები..ემოციური სიუჟეტი.მსახიობები შესანიშნავად თამაშობენ"(ლინეჩკა182) "შესანიშნავი სერიალი შესანიშნავ პატარა გოგონაზე..შემთხვევით დავიწყე ამ სერიალის ყურება შემდეგ თვალი ვეღარ მოვწყვიტე, ჩემთან ერთად სერიალის ყურება ქმარმაც დაიწყო, შიკირებულები ვიყავით, თუ რა კარგად თამაშობს პატარა გოგონა..(კელეკჩეგტოლგაი) "როგორ უნდა იყოს იდეალური დედა?მზრუნველი, მოსიყვარულე, კეთილი, გამგები...ეს თურქული სერიალი ეხება საჭირბოროტო საკითხს-დედის და ქალიშვილის ურთიერთობას და საერთოდ დედობას მთლიანად...ძალიან ძლიერი არაორდინალური სიუჟეტია"(ვერკა-2016) "დედა ... რა მშვენიერი სიტყვაა ... მაგრამ ყველა იმსახურებს ამას? მხოლოდ მშობიარობაა დედობა? დედაა ჩვენს თვალში შულე? ქალი, რომელიც მზადაა გაყიდოს საკუთარი შვილი და სხვას მისცეს, მხოლოდ იმისთვის, რომ "სიყვარული" დაიცვას....(ჯანელოინა) "ძალიან ემოციური, სერიოზული სერიალია, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი თემებაა წამოწეული: ოჯახური და დედობრივი. მთელი სერიალის მსვლელობისას ავტორები აუდიტორიას ლაიტმოტივად მნიშვნელოვან აზრს აწვდიან: "დედა ყოველთვის ის არ არის, ვინც გშობა, არამედ ვინც აგღზარდა"(ლანა-რედ-9) 599 7-ს მოსწონს
|