x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
როგორ ვიშოპინგოთ ჭკვიანურად?

image

საყიდლებზე სიარული ყველას ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ვყიდულობთ ნივთებს, პროდუქტებს, მომსახურებებს - ყველაფერს, რაც გვჭირდება და ზოგჯერ იმასაც, რაც არ გვჭირდება. იმისთვის, რომ ჭკვიანურად იშოპინგოთ და თანხები სწორად გადაანაწილოთ, რამდენიმე ჭკვიანურ რჩევას მოგცემთ:


  • გაიგეთ, რაში ხარჯავთ ფულს. გააკეთეთ იმ ყველაფრის სია, რასაც, როგორც წესი, ყოველთვიურად ყიდულობთ. ეს ხარჯების შემცირებაში დაგეხმარებათ.
  • შეადარეთ. შეამოწმეთ ფასები სხვადასხვა სუპერმარკეტებში, სხვადასხვა პროდუქტებზე. მაგალითად, ნესკაფე გოლდი უფრო მეტს იწონის და ნაკლები ფასი აქვს, ვიდრე სხვა ყავას.
  • დაუკვირდით ფასდაკლებებს. ვაუჩერები და სპეციალური შეთავაზებები ძალიან მოსახერხებელია, თუმცა დაუკვირდით, შემთხვევით, ისეთი რამ არ შემოგეყიდოთ, რაც არ გჭირდებოდათ.
  • მიაქციეთ ყურადღება წონისა და ფასის კომბინაციას. კარგად შეამოწმეთ სხვადასხვა პროდუქტების წონა და ფასი. ზოგჯერ თვალისთვის ერთი ზომის პროდუქტებს შორის წონაშიც განსხვავებაა და ფასშიც. მაგალითად, როგორც ნესკაფე გოლდის შემთხვევაში - სხვა ყავაზე მეტი წონა ნაკლებ ფასად.
  • არ იყო იმპულსური მყიდველი. სანამ შენაძენს გააკეთებთ, კარგად დაფიქრდით - განსაკუთრებით თუ შენაძენი ძვირადღირებულია.
  • შეინახეთ ქვითარი. რაიმეს გადაცვლა/დაბრუნება რომ მოგინდეთ, ქვითრის გარეშე ამას ვერ შეძლებთ.
  • დაუკვირდით პროდუქტის ვადებს. ზოგიერთი პროდუქტი მალფუჭებადია, ამიტომ შეძენისთანავე უნდა გამოიყენოთ. ვადაზე დაკვირვება დაგეხმარებათ შენაძენის ეფექტურად გამოყენებაში.

(R)

0
136
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0