x
image
კატაპულტი
ცნობილი ადამიანების საინტერესო გამონათქვამები სიკვდილზე
image

1. “ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, მილიონისა კი სტატისტიკა"–სტალინი.

2. “არაფერია სამყაროში გარდაუვალი, გარდა სიკვდილისა და გადასახადებისა" –ბენჯამინ ფრანკლინი.

3. “სულელური გამოგონების მრავალი მაგალითი შეიძლება მოიყვანოს ადამიანმა, მაგრამ სასაფლაოს მესერის მოწყობა მათ შორის განსაკუთრებულია.ისინი, ვინც შიგნით არიან, უძლურნი არიან გარეთ გამოაღწიონ, ისინი კი, ვინც გარეთ არიან, არას დიდებით არ სურთ შიგნით შევიდნენ" – მარკ ტვენი.


4. “ყოველი დღე ერთი პატარა სიცოცხლეა – ყოველი გაღვიძება და ფეხზე ადგომა პატარა დაბადებაა, ყოველი დილის რიჟრაჟი პატარა ახალგაზრდობაა, და ყოველ საღამოს ლოგინში დაწოლა და ძილიც ერთი პატარა სიკვდილია" – არტურ შოპენჰაუერი.

5. “ადამიანი, რომელიც მზადაა, არაფრის გულისათვის მოკვდეს, სიცოცხლეს არ იმსახურებს" – მარტინ ლუთერ კინგი.

6. “ვისაც აღარაფერი აკვირვებს და შეიძლება შიშში დაიკარგოს, ის სულიერად უკვე მკვდარია" – ალბერტ აინშტაინი.

7. “როცა გარეთ მგელი ყმუის, მას ჩემი სისხლი სწყურია.ჩვენ ყველა მგელი უნდა მოვკლათ" – სტალინი.

8. “ფრთხილად იყავით წიგნებთან ჯანმრთელობის შესახებ, მათ შეიძლება ბეჭდვის დროს დაშვებული შეცდომით გიმსხვერპლონ" - მარკ ტვენი.

9. “მე ყოველთვის მიყვარდა ჩემი მეუღლე, ჩემი შვილები და შვილიშვილები, მე ყოველთვის მიყვარდა ჩემი ქვეყანა.ღმერთო, მე წასვლა მინდა, წამიყვანე!" – ეიზენჰაუერის ბოლო სიტყვები.

10. “კაცობრიობამ წერტილი უნდა დაუსვას ომს, თუ არა და ომი დაუსვამს კაცობრიობას წერტილს" – ჯონ კენედი.


ასევე საინტერესოა:

ცნობილი ადამიანების გამონათქვამები მომავალზე

ცნობილი ადამიანების საუკეთესო ფრაზები ფულის შესახებ

ცნობილი ადამიანების ფრაზები ასაკის შესახებ

რატომ გვეშინია სიკვდილის?

ყველაზე უცნაური და კურიოზული სიკვდილის შემთხვევები


2
1837
4-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
1837
  
2018, 10 იანვარი, 10:43
ბრავო! აღფრთოვანებული ვარ!!!!
0 1 2