საზოგადოება ქართული პასპორტი საერთაშორისო რეიტინგში დაწინაურდა 2018, 9 იანვარი, 22:34 ![]() შენგენის ზონის სახელმწიფოებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შედეგად, საქართველოს მოქალაქის პასპორტი 15 პოზიციით დაწინაურდა. პასპორტების რეიტინგს საკონსულტაციო კომპანია "Henly&partners-ი აქვეყნებს. რეიტინგის თანახმად, 199 ქვეყანას შორის საქართველო 53-ე ადგილზეა, წინა რეიტინგში კი 68-ე ადგილზე იყო. პასპორტების ინდექსში გერმანია ლიდერობს, მეორე ადგილზე სინგაპურია. რეგიონის სახელმწიფოებიდან უკრაინა 44-ე ადგილზეა, რუსეთი 48-ზე, თურქეთი 50, აზერბაიჯანკ კი 72-ზე. საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ, ან გამარტივებული პროცედურებით მოგზაურობა მსოფლიოს 99 ქვეყანაში შეუძლიათ. 75 1-ს მოსწონს
|