x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ქართული პასპორტი საერთაშორისო რეიტინგში დაწინაურდა
image



შენგენის ზონის სახელმწიფოებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შედეგად, საქართველოს მოქალაქის პასპორტი 15 პოზიციით დაწინაურდა. პასპორტების რეიტინგს საკონსულტაციო კომპანია "Henly&partners-ი აქვეყნებს.


რეიტინგის თანახმად, 199 ქვეყანას შორის საქართველო 53-ე ადგილზეა, წინა რეიტინგში კი 68-ე ადგილზე იყო.


პასპორტების ინდექსში გერმანია ლიდერობს, მეორე ადგილზე სინგაპურია. რეგიონის სახელმწიფოებიდან უკრაინა 44-ე ადგილზეა, რუსეთი 48-ზე, თურქეთი 50, აზერბაიჯანკ კი 72-ზე.



საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ, ან გამარტივებული პროცედურებით მოგზაურობა მსოფლიოს 99 ქვეყანაში შეუძლიათ.

0
75
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0