x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დასახელდა ყველაზე პოპულარული(გაყიდვადი) ავტომობილები ქვეყნების მიხედვით
Park Indigo-ოს სპეციალისტებმა დაასახელეს მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილების რეიტინგი, ყველაზე პოპულარული გამოდგა ავტომობილი Toyota Hilux, რომელიც მსოფლიოს 25 ქვეყანაში №1 ადგილი დაიკავა გაყიდვების მიხედვით, ამ ქვეყნებს შორის არის ავსტრალია, არგენტინა, უკრაინა, ყაზახეთი და სამხრეთ აფრიკა.

image


შემდეგი ადგილი რეიტინგში უკავია Volkswagen Golf-ს, რომელიც ყველაზე გაყიდვადია გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ბელგიასა და ნორვეგიაში.

image



მესამე აღმოჩნდა Toyota Land Сruiser, რომელიც ყველაზე გაყიდვადი აღმოჩნდა ყატარში და პაპუა გვინეაში.

image

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, აგერ უკვე თითქმის ნახევარ საუკუნეა ტრადიციას არ ღალატობს იქ კვლავ ყველაზე პოპულარული F კლასის Ford-ია.(Ford F-150 )

image

აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე გაყიდვადი skoda octavia აღმოჩნდა, ამ ავტომობილს პირველი პოზიცია უკავია მშობლიურ ჩეხეთში, ფინეთში, სლოვაკეთთში, ესტონეთში, პოლონეთში, ბოსნიაში და კიდევ შვეიცარიაში.

image

რუსეთში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი სამხრეთ კორეული Hyundai Solaris-ია.


რაც შეეხება საქართველოს, სამწუხაროდ რუკაზე საერთოდ არაა მონიშნული, ჩვენ მეზობელ აზერბაიჯანში კი ყველაზე გაყიდვადი Lada 4x4 -ზე აღმოჩნდა.


საქართველოს შსს-ს 2016 წლის მონაცემებით(რა თქმა უნდა მარტო ახლები არ იგულისხმება, ჩვენთან ძირითადად მეორადი ავტომობილები იყიდება) ჩვენს ქვეყანაში ყველაზე პოპულარული ავტომობილი Mercedes Benz-ია.


imageimage

იხილეთ სხვა ავტოსიახლეები

0
466
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
466
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0