x
image
თორ ნიკე
საინტერესო ფაქტები - დედამიწის ოკეანეები
image


დედამიწაზე ოკეანეები 4.2 მილიარდი წლის წინ გაჩნდა. დღეს ოკეანეებში 1, 36 მილიარდი კუბური კილომეტრი წყალია. მაგალითად მხოლოდ წყნარი ოკეანის წყლის მოცულობა მთვარის მთელ მოცულობას უტოლდება. დედამიწის ატმოსფეროს ტენიანობა, ღრუბლების ფორმირება და აქედან გამომდინარე სიცოცხლის მრავალფეროვნება მეტწილად ოკეანეებიდან აორთქლებული წყლის დამსახურებაა. მსოფლიოში საშუალოდ ერთდროულად კოკისპირული წვიმა 2000 ადგილად მოდის.

ოკეანეებში მზით განათებული ზონა 200 მეტრის სიღრმეზე ვრცელდება.

შემდეგ მოდის ე.წ. ბინდბუნდის ზონა, სადაც მხოლოდ 2 - 4 გრადუსის ტემპერატურაა ცელსიუსით.


შემდეგ მოდის აპოთიკური ზონა, რომელიც ზედაპირიდან 1000 მეტრის სიღრმეზეა და სადაც მზის სინათლე საერთოდ ვერ აღწევს. ეს ზონა ყველაზე ცუდადაა შესწავლილი.


image


ოკეანეების და ზღვების უდიდესი და საშუალო სიღრმეები:

1. ჩრდილოეთის ზღვა - 94 მეტრი.

2. ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანე - 990 მეტრი.


image

3. ხმელთაშუა ზღვა - 1500 მეტრი.


image


4. კარიბის ზღვა - 1512 მეტრი


image


5. ატლანტის ოკეანე - 3330 მეტრი


image


6. ინდოეთის ოკეანე - 3890 მეტრი


image


7. წყნარი ოკეანე - 4280 მეტრი.


image


8. ანტარქტიკის ოკეანე (იგივე სამხრეთის ოკეანე) - 4500 მეტრი.


image


ცუნამი არის დიდი სიგრძის გრავიტაციული ტალღები, რომელიც უმთავრესად ფსკერზე ან სანაპირო ზოლში მომხდარი მიწისძვის შედეგად წარმოიქმნება. უდიდესი ჩვენ მიერ დაფიქსირებული ცუნამის სიმაღლე შეადგენდა 525 მეტრს. ცუნამმა 2004 წელს ინდოეთის ოკეანის ნაპირებზე მცხოვრები 230, 000 ადამიანი იმსხვერპლა.


image


ანტარქტიკის ყინულის ქვეშ, რომლის სისქეც საშუალოდ 1.6 კილომეტრია, 70-ზე მეტი ტბაა.


image


2018 წლის მონაცემებით მარტო აშშ-ში 7500 კაშხალი ფუნქციონირებს. ლას-ვეგასი წყლის 85%-ს მიდის ტბიდან იღებს. ეს ჰუვერის კაშხლით შექმნილი უზარმაზარი წყალსაცავია, უმაღლესი ნურეკის კაშხალია, 300 მეტრის სიმაღლისაა და ტაჯიკეთში მდებარეობს.


image




ავტორი: თორნიკე ფხალაძე

0
1541
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
1541
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0