მუსიკა გარდაიცვალა ლეგენდარული ფრანგი მომღერალი ფრანც გალი 2018, 8 იანვარი, 10:08 ![]() ფრანც გალი 1947 წელს პარიზში დაიბადა. მუსიკით ბავშვობიდან დაინტერესდა მამის, რობერ გალის ზეგავლენით, რომელიც ასევე მომღერალი და კომპოზიტორი იყო. სიმღერებს უწერდა ისეთ ცნობილ შემსრულებლებს, როგორებიც იყვნენ ედიტ პიაფი და შარლ აზნაური. ფრანც გალმა პირველ დიდ წარმატებას მიაღწია 1964 წელს, როდესაც სინგლი Sacré Charlemagne 2 მილიონი ტირაჟით იყიდება და უდიდესი პოპულარობით სარგებლობს არა მარტო სამშობლოში და ევროპის ქვეყნებში, არამედ იაპონიაში, აშშ-ში და აფრიკაში. 1965 წელს გალმა გაიმარჯვა "ევროვიზიის" კონკურსზე სიმღერით "Poupée de cire, poupée de son", რომელსაც 150 მილიონი მაყურებელი ადევნებდა თვალს(მათ შორის საბჭოთა კავშირიც), ეს არის პერიოდი, როდესაც ფრანც გალი სამშობლოში თვით "ბიტლზზე" პოპულარულია, 1968 წელს მუსლიმ მაგომაევმა ამ სიმღერის რუსული ქავერი შეასრულა. ![]() მთლიანად ფრანც გალის კარიერა 1997 წელს დასრულდა, როდესაც მას ქალიშვილი პოლინა გარდაეცვალა, (დიაგნოზი კისტური ფიბროზი) ![]() საფრანგეთის კულტურის მინისტრმა, ფრანცუა ნისენმა ფრანც გალს ფრანგული სიმღერის სიმბოლო უწოდა.
ვინ დავკარგეთ გასულ წელს?-2017 წელს გარდაცვლილი ცნობილი ადამიანები მთელი მსოფლიოდან
2017 წელს გარდაცვლილი ცნობილი ქართველები
202 9-ს მოსწონს
|