კინო ლიკა ქავჟარაძის ხე და მისი ფოტო პორტუგალიური წიგნის გარეკანზე 2018, 7 იანვარი, 21:56 ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქართველი ქალი ლიკა ქავჟარაძე, რომლის შესახედაობაც მსოფლიო სილამაზის უმაღლესი სტანდარტების ტოლფარდი გახლდათ, სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად. გარდაცვალების შემდეგ კი მის ხსოვნისადმი მიძღვნილ გვერდზე "ლიკა ქავჟარაძის ხის" ფოტო ვრცელდება, რომელიც თურმე გვერდის ერთ-ერთმა ჩვეულებრივმა მომხმარებელმა გააგზავნა. ულამაზეს ხეს ნატვრის ხის ფერადი ლენტებისგან განსხვავებით ლიკას ფოტოები აქვს შებმული.
მსახიობის ფანების გვერდზე აღნიშნულია: " ამ გვერდის მომხმარებლის მიერ გამოგზავნილი ფოტო - ეს ხე გვიდგას ჩვენს სუპერმარკეტში. ჩემთვის უბრალოდ მარიტას ხეა ეს, ბავშვობიდან ვეტრფოდი მის სილამაზეს."
ლიკა ქავჟარაძის ფანების გვერდზე, რომელიც მსახიობის სიცოცხლეშიც ფუნქციონირებდა და დებდა მის ინერვიუებსა თუ ფოტოებს ფილმებიდან. ასევე განთავსებულია რამდენიმე წლის წინ გადაღებული ფოტო და სასიხარულო ინფორმაცია, ლიკა ქავჟარაძის ფოტო განთავსებულია ერთ-ერთი პორტუგალიური წიგნის იტალიურ თარმანზე წარწერით: " ჩვენი ლამაზმანი პორტუგალიური წიგნის იტალიურ თარგმანზე. " 146 4-ს მოსწონს
|