ტექნიკური ასტრონომია - საინტერესო ფაქტები 2018, 7 იანვარი, 20:32 14 მილიარდი წლის წინ სამყარო ისე სწრაფად გაფართოვდა, რომ არსებობის პირველი წამის განმავლობაში სამყარო ატომზე პატარა სხეულიდან, ჩვენს მზის სისტემაზე 1000-ჯერ უფრო დიდ სხეულად იქცა. მზის დიამეტრი 13, 900, 000 კილომეტრია. მისი მასა კი 333, 000 დედამიწის მასის ტოლია. მზის ბირთვის ტემპერატურა 15, 000, 000 ცელსიუსს უდრის. მანძილი დედამიწიდან მზემდე 150, 000, 000 კილომეტრია (შედარებისთვის დედამიწასა და ვენერას შორის მანძილი 38 მილიონი კილომეტრია). მზე დაიბადა 4.6 მილიარდი წლის წინ და თავისი სიცოცხლის ნახევარი აქვს განვლილი. 4 მილიარდი წლის წინ მზე 25%-ით ფერმკრთალი იყო. მზის სისტემა აერთიანებს 8 პლანეტას, 5 ჯუჯა პლანეტას, 150-ზე მეტ ამ პლანეტათა თანამგზავრს (მათ შორის ერთ-ერთი ჩვენი მთვარეა) და მილიონობით კომეტას და ასტეროიდს. მარსსა და იუპიტერს შორის ასტეროიდების სარტყელია, რომელიც 4.5 მილიარდი წლის წინ შეჯახებებით განადგურებული ჩვენი მზის სისტემის პლანეტათა ნარჩენებია. "ირმის ნახტომის" ანუ "რძის გზის" გალაქტიკაში ათეულ მილიონობით ასეთი გიგანტური ლოდი დაფრინავს. ზოგიერთი იმდენად დიდია, რომ შეჯახების შემთხვევაში მთელი პლანეტების განადგურების ძალა შესწევთ. სწორედ ერთ-ერთმა მათგანმა გაანადგურა დინოზავრები დედამიწაზე 65.5 მილიონი წლის წინ. მარსზე მზის სისტემაში უდიდესი ვულკანია - 600 კილომეტრის სიგრძის ოლიმპუს მონსი. სიმაღლეში ის 26 კილომეტრია (26, 000 მ.), ასევე მარსზეა მზის სისტემის უდიდესი კანიონი - ვალეს მარინერისი (მარინერის ხეობა) - 4000 კილომეტრის სიგრძის, რაც დედამიწის უდიდეს კანიონზე 10-ჯერ გრძელია. მისი საშუალო სიღრმე 7 კილომეტრია, ხოლო ცენტრალური ნაწილის უდიდესი სიგანე 600 კილომეტრს სცდება. დედამიწამ და მარსმა გამყინვარების მრავალი ეპოქა განვლო. მაგალითად 600 მილიონი წლის წინ დედამიწის ზედაპირის უმეტესი ნაწილი ყინულით იყო დაფარული. ასეთი კლიმატური ცვლილებები პლანეტების ორბიტის და დახრილობის ცვლილებებითაა განპირობებული. ავტორი: თორნიკე ფხალაძე 287 4-ს მოსწონს
|