x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138978
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512524
9 რამ, რაც არ შეიძლება მშიერ კუჭზე და ის, რაც შეიძლება

9 რამ, რაც არ უნდა გააკეთოთ მშიერ კუჭზე, ანუ ბოლო ჭამიდან, მინიმუმ, 2 საათის შემდეგ. ხოლო, სტატიის ბოლოს, გთავაზობთ ბონუსს — თქვენ შეიტყობთ, თუ რისი გაკეთება შეიძლება, სწორედ, ცარიელ კუჭზე?


image


1. ტკივილგამაყუჩებლების მიღება


ასპირინი, პარაცეტამოლი და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები არ უნდა მიიღოთ უზმოზე. ეს არა მხოლოდ ამცირებს მათ ეფექტურობას, არამედ, შეიძლება, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. მაგ., კუჭის სისხლდენა.


2. ყავა


ყავა, კოფეინის გარეშეც კი, გამოიმუშავებს მჟავეებს, რომელთა მოქმედება ცარიელ კუჭზე, შეიძლება, გულძმარვაც გამოიწვიოს და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვა პრობლემებიც. ხოლო, თუ დილით, ყავის შემდეგ, არ საუზმობთ, შეიძლება, სეროტონინის დეფიციტი განვითარდეს და მთელი დღის მანძილზე, არცთუ კარგ ხასიათზე იყოთ.


3. ალკოჰოლის მიღება


უზმოზე ალკოჰოლის შეწოვა 2-ჯერ იზრდება, რაც შეიძლება, ალკოჰოლის ინტრავენურად შეყვანას შევადაროთ. გარდა ამისა, მშიერზე, ალკოჰოლის დაშლის პროდუქტების ორგანიზმიდან გამოყვანა უფრო ნელა ხდება, რაც მძიმე ნაბახუსევს იწვევს. ალკოჰოლის სწრაფი მოქმედება ორგანიზმზე, ნეგატიურ შედეგს ახდენს ღვიძლის, გულის და თირკმელების შემდგომ ფუნქციონირებაზე.


4. საღეჭი რეზინის მოხმარება


ღეჭვისას წარმოქმნილი მარილმჟავა, ცარიელი კუჭის ლორწოვან გარსს ანადგურებს. ხოლო, ხშირი ღეჭვის ჩვევა, შეიძლება გასტრიტის მიზეზი გახდეს. ასევე მეცნიერულად დადასტურებულია, რომ საღეჭი რეზინის შემდეგ, ადამიანები უპირატესობას უფრო, არც თუ ისე ჯანსაღ საკვებს (მაგ., კარტოფილი ფრი) ანიჭებენ, ვიდრე ბოსტნეულს და ხილს.


5. ძილი


შიმშილი და გლუკოზის დაბალი დონე, ხელს გვიშლის დაძინებაში. გარდა ამისა, დაძინების შემთხვევაში, ძილი ღრმა არ არის და შიმშილი ადრე გაღვიძების პროვოცირებასაც ახდენს. საინტერესოა, რომ ძილის ნაკლებობა, შინშილის ჰორმონის დონის ზრდას იწვევს. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ვახშამზე უარის შემთხვევაში, მეორე დღეს უფრო მეტ საკვებს ვიღებთ.


6. ფიზიკური დატვირთვა


ითვლება, რომ ცარიელ კუჭზე ვარჯიშისას, უფრო მეტ კალორია იწვება. სინამდვილეში, ცარიელი კუჭი ამაზე არ მოქმედებს. მაგრამ, კუნთების მასის დაკარგვა, უფრო ინტენსიურად ხდება. ვარჯიში კი, არც თუ ისე აქტიურად მიმდინარეობს, რადგან ორგანიზმს ენერგია აკლია.



7. ციტრუსის წვენის მიღება


მჟავა და უხეში ბოჭკოვანი, რომლებიც ციტრუსებში გვხვდება, მშიერ კუჭს აღიზიანებს, რაც განსაკუთრების სახიფათოა გასტრიტის, ან ამ დაავადებისადმი მიდრეკილების შემთხვევაში.


8. მაღაზიებში სიარული


ყველასთვის ცნობილია, რომ შიმშილი გვაიძულებს, იმაზე მეტი პროდუქტი ვიყიდოთ, ვიდრე გვჭირდება. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მშიერი კუჭი, ისეთი რაღაცეების შეძენის სურვილსაც «ზრდის», რაც საჭმელთან არ არის დაკავშირებული. მეცნიერები ამბობენ, რომ გამოთქმა «მე მინდა ვჭამო», მაღაზიაში — «მე მინდა»–მდე მცირდება და ადამიანი, რამის შეძენისას, სიამოვნებას იღებს.


9. საკამათო სიტუაციების განხილვა


ამერიკელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ შიმშილი ნაკლებად თავშეკავებულებს გვხდის. საქმე იმაშია, რომ თვითკონტროლისთვის, თავის ტვინს ენერგია ესაჭიროება, რომელიც ცარიელი კუჭის შემთხვევაში, საკმარისი არ არის.


თუმცა ისეთი რაღაცეებიც არის, რაც სწორედ მშიერ კუჭზე უნდა გააკეთოთ. მაგ.:

I. ამოცანების და გამოცანების ამოხსნა. შიმშილის ჰორმონი – გრელინი, ადამიანს ყურადღების კონცენტრაციაში ეხმარება. მეცნიერთა აზრით, ეს იმით არის გამოწვეულია, რომ ადრე, შიმშილის დროს, ადამიანს საკვების მოპოვებაზე უწევდა ფოკუსირება. ასე რომ, აღნიშნული ჰორმონი, ტვინის აქტივობას ასტიმულირებს და აზროვნების ხარისხს აუმჯობესებს.

II. არჩევანის გაკეთება. კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანები უფრო წარმატებულ, თუმცა იმპულსურ გადაწყვეტილებებს, სწორედ ცარიელ კუჭზე იღებენ. რა თქმა უნდა, ამ მეთოდის გამოყენება უმჯობესია, როდესაც საქმე ფინანსებს, ურთიერთობებს, ან ჯანმრთელობას არ ეხება.

გამოყავით საუზმისთვის 15 წუთი და თავს ბევრად უკეთესად იგრძნობთ!


image

სხვა სიახლეები:


* II მსოფლიო ომის ამოუხსნელი საიდუმლოებები

* პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა არამიწიერი ადამიანის მუმია აღმოაჩინეს

* მას "წყვდიადის დედოფალი" შეარქვეს... და მისი სილამაზე, ნამდვილად რომ მომნუსხველია

* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად



0
364
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
364
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0