x
სერიები და მწკრივები
image

მსოფლიოს ენებს შორის ერთ-ერთ რთულ ენად ქართული ითვლება. მისი ძირფესვიანად შესწავლა არა უცხოელისათვის, არამდე ქართველისათვისაც სირთულეს წარმოადგენს. საუკუნეების განმავლობაში ქართულმა ენამ ცვილებები განიცადა. დღედღეობით ქართული სალიტერატურო და სალაპარაკო ენა უფრო მეტად დაახლოებულია და გამარტივებულია ვიდრე ძველად. ქართულ ენაში ყველაზე რთულ მეტყველების ნაწილად ითვლება ზმნა.

მახსოვს, ჩემი ქართულის მასწავლებელი გვიყვებოდა - „როდესაც, ინგლისელებს ვასწვავლიდით ქართულს თავიდან მარტივი წარმოედგინათ, როდესაც ზმნაზე გადავედით იფიქრეს, რომ შეეჭიდებოდნენ ამ რთულ საქმეს და შეისწავლიდნენ ქართული ენის გრამატიკას. ვასწავლე უღლების ფორმები, მაგრამ, როდესაც საქმე გამონკლისებზე მიდგა ყველაფერი გართულდა. განსაკუთრებული საფრთხე ზმნა “ვზივარ“-ში დაინახეს. მე ვზივარ, შენ ზიხარ, ის ზის, მაგრამ ჩვენ ვსხედვართ, თქვენს სხედხართ, ისინი სხედან და სულ გაგიჟდნენ. როცა მკითხეს რატომ ხდებოდა ასე ვერ ვუპახე. სწორია - ვმღერი და არა ვმღერივარ, მაგრამ სწორია გავრბივარ და არა გავრბი და სხვა უამრავი გამონაკლის, რომლის გამოც, ჩვენმა ძვირფასმა ინგლისელბმა ხელი ჩაიქნიეს ქართული ენის შესწავლაზე.“

მე მინდა, განვიხილო სერიები და მწკრივები, რომლებიც ერთ-ერთი რთული გრამატიკული საკითხია და რომლის ხსენებაც ბევრ მოსწავლეს შიშის ზარი სცემს.


ქართული ზმნა მდიდარია პირიანი ფორმებით. ფორმათა მთელი მარაგი იყოფა ჯგუფებად, რომლებიც გარკვეული ნიშნების მიხედვით აერთიანებენ შიგ შემავალ ფორმებს. ზმნის პირიან ფორმათა ისეთ ჯგუფს, რომელიც ერთმანეთისაგან მხოლოდ პირისა და რიცხვის მიხედვით განსხვავებულ ფორმებს აერთიანებს, მწკრივი ჰქვია. თანამედროვე სალიტერატურო ქართულში 11 მწკრივია. სხვა მწკრივის ფორმებთან შეპირისპირებისას მათ აერთიანებს: დრო, კილო, აქტი, ზოგჯერ გზისობა. მაგ.: ვცხოვრობ და ვცხოვრობდი - ორივე თხრობითი კილოა, მაგრამ დრო განსხვავდება. მწკრივები ერთმანეთისგან უცვალებელი ელემენტების მიხედვით განსხვავდება. მწკრივის ელემენტებია: დრო კილო, ჯერობა, აქტი.ერთპირიან ზმნას მწკრივში აქვს 6-6 ფორმა, 2- ან 3 პირიან ზმნებს 18-18 ფორმა .

ფორმათა 11 მწკრივი იყოფა ჯგუფებად, რომელთაც სერიებს ეძახიან.გვაქვს 3 სერია : პირველი, მეორე და მესამე.პირველ სერიაში 6 მწკრივია, მეორეში- 2, მესამეში - 3. პირველი სერიის მწკრივები 2 ქვესერიად იყოფა. ესენია : აწმყოს წრე და მყოფადის წრე.თითოეულ წრეში 3-3 მწკრივია. აწმყოს წრის მწკრივებია: აწმყო, უწყვეტელი და აწმყოს კავშირებითი. მყოფადის წრეში შედის: მყოფადი, ხოლმეობითი და მყოფადის კავშირებითი.

მეორე სერიაშია: წყვეტილი და მეორე კავშირებითი.

მესამე სერიაში შედის: I თურმეობითი, II თურმეობითი, III კავშირებითი.


I სერიის მწკრივები.

1.აწმყო. დროის მიხედვით ეს მწკრივი ახლანდელია. მიუგებს კითხვაზე : რას ვშვრები? -ვცხოვრობ, ვასწავლი. აწმყოს მწკრივის ფორმას ზოგჯერ მომავლის გაგებაც ახლავს. ამ შემთხვევაში ზმნა პასუხობს კითხვაზე : რას ვიზამ? : „შინ რომ დაბრუნდება, საჭმელს ჭამს“.

აწმყოს მწკრივი ზოგჯერ კარგავს კონკრეტული დროის გაგებას და გამოხატავს ჩვეულებრივ მოქმედებას, რომელიც შეიძლება პერიოდულად განმეორდეს : დედამიწა მზის გარშემო ტრიალებს, კილოს მიხედვით აწმყო თხრობითია.“ნუ“ ნაწილაკის დართვით უკუთქმით ბრძანებითად გადაიქცევა. გარდამავალ ზმნებს მწკრივის ნიშანი არ აქვთ, გარდაუვალი ზმნებიდან ზოგიერთს კი მწკრივის ნიშნად „ი“ მოუდის : ვიზრდები, ვეზრდები, ვთბები.

2.უწყვეტელი.

დროის მიხედვით წარსულია, კილოს მიხედვით თხრობითი.მიუგებს კითხვაზე : რას ვშვრებოდი? - ვიზრდებოდი, ვწერდი. მწკრივის ნიშანია „ი“ (I და II პირში). ნაწარმოებია აწმყოსგან „დ“ ან „ოდ“ სუფიქსით, რომელსაც მწკრივის სავრცობი ჰქვია: მაგ.: ვწრ-დ-ი, ვთბებ-ოდ-ი. ეს მწკრივის ფორმა მოქმედებას უწყვეტელად წარმოგვიდგენს. ამ მწკრივით მრავალგზისობა გადმოიცემა.

3.აწმყოს კავშირებითი.

დროის მიხედვით ახლანდელია ან მომავალი, კილოს მიხედვით - კავშირებითი.მიუგებს კითხვაზე: რას ვშვრებოდე?- ვწერდე, ვთბებოდე. სავრცობიანი მწკრივია.მწკრივის ნიშანია „ე“ : ვწერ-დ-ე, ვთბებ-ოდ-ე. ზოგიერთ ზმნასთან ამ მწკრივით ბრძანებითიც გადმოიცემა : უხაროდეს! რისხავდეს !


4.მყოფადი.

ამ მწკრივის ფორმა დროის მიხედვით მომავალია, კილოს მიხედვით - თხრობითი.ნაწარმოებია აწმყოსგან ზმნისწინის დართვით.მიუგებს კითხვაზე : რას ვიზამ? : ა-ვაშენებ, გა-ვაკეთებს, ჩა-ვხატავ. ზოგიერთ ზმნას მყოფადისა და მისი წრის ფორმები არ მოეპოვება.ნაკლი შევსებულია სხვა ზმნით ( ვარ აწმყოში, ვიქნები - მყოფადი) ან იმავე ძირის ზმნის სხვაგვარად ნაწარმოები ფორმით (ვცელქობ, ვიცელქებ). „ნუ“ ნაწილაკის დართვით მყოფადის ფორმა აკრძალვითად იქცევა : ნუ დაწერ !

5.ხოლმეობითი.

შეიცავს 3 ელემენტს: დროს, კილოსა და გზოსობას.დროის მიხედვით წარსულია, კილოს მიხედვით თხრობითი, გზისობის მიხედვით კი - მრავალგზისი. უპასუხებს კითხვაზე : რას ვიზამდი? ავაშენებდი, გავაკეთებდი. ეს მწკრივი პირველ სერიაშია, ამიტომ ის პირველი ხოლმეობითია.ნაწარმოებია უწყვეტელის მსგავსად : დაერთვის სავრცობი „დ“ ან „ოდ“ და პირის ნიშნად პირველ და მეორე პირში მოუდის „ი“: გავაკეთებ-დ-ი, გავთბებ-ოდ-ი. ეს „ი“ თანხმოვანთ გასაყარი იყო მრვალობითში, შემდეგ მხოლობითშიც გადავიდა და მწკრივის ნიშნად იქცა. ხოლმეობითის ფორმას ზოგჯერ „ხოლმე“-საც დაურთავენ : მოიგონებდა ხოლმე ოთარაანთ ქვრივი“.

6.მყოფადის კავშირებითი.

კილოს მიხედვით კავშირებითია, დროის მიხედვით - მომავალი. მიუგებს კითხვაზე: რას ვიზამდე? :ავაშენებდე, დავწერდე, გავაკეთებდე. მყოფადის კავშირებითი სავრცობიანი მწკრივია; მწკრივის ნიშანია: - ე“ : გავაკეთებ-დ-ე. დავწერ-დ-ე, გავთბებ-ოდ-ე . ხოლმეობითისა და მყოფადის კავშირებითის III პირის ფორმები მრავლობითი რიცხვის ფორმით ერთმანეთისგან არ განსხვავდება: გააკეთებდა- გააკეთებდნენ (ხოლმეობითი), გააკეთებდეს - გააკეთებდნენ (მყოფადის კავშირებითი).


II სერიის მწკრივები.

1.წყვეტილი.

დროის მიხედვით წარსულია, კილოს მიხედვით თხრობითი.წყვეტილი, უწყვეტლისგან განსხვავებით, მოქმედების პროცესს შეწყვეტილად გადმოგვცემს. იგი მიუგებს კითხვაზე: რა ვქენი? დავწერე, ვისწავლე.

მწკრივის ნიშანია „ე“, რომელიც ზმნათა უმეტესობას მოუდის : გავაკეთ-ე, დავწერ-ე.ზოგიერთ ზმნას მწკრივის ნიშანი არ გააჩნია: გავეკარ. უნიშნო ნორმებს ახალ ქართულში I და II პირებს დაერთო „ი“, რომელიც ნართაულია და თანხმოვანთ გასაყარად არის გაჩენილი : გავეკარ-თ > გავეკარ-ი-თ. ამჟამად, პირობითად, წყვეტილის ნიშანია „ი“-ც : თვალი მოვკარი. იმ ზმნებს, რომელთაც ფუძე I სერიაში შეკუმშული აქვთ, წყვეტილში ფუძე გაეშლებათ: გავ-შალ-ე, გა-შალ-ე, გა-შალ-ა... ზოგიერთ ზმნას ფუძე ეკუმშება III პირში : მო-ჭრ-ა, მო-კლ-ა, დანარჩენ პირებში კი უკუმშველია, ასპექტის მიხედვით წყვეტილის ფორმა უსრულია ან სრული.


  • II კავშირებითი.
  • დრო მომავალია, კილო- კავშირებითი.სახელი დარქმეულია სერიისა და კილოს მიხედვით. პასუხობს კითხვაზე: რა ვქნა? გავაკეთო, დავწერო, ვისწავლო. ამ მწკრივის ნიშნებია: „-ო“, „-ე“, „-ა“ : ვნახ-ო, გავთბ-ე, მოვკლ-ა. II კავშირებითის I პირის ფორმა მრავლობითში და III ორივე რიცხვში გამოყენებული წართქმითი ბრძანებითის გადმოსაცემად: ვისწავლოთ!, ისწავლოს ! „არ“ ნაწილაკის დართვისას სამივე ფორმა უკუთქმითი ბრძანებითია : არ დაწეროთ ! არ დაწერო !


    III სერიის მწკრივები.

    III სერიის ფორმათათვის დამახასიათებელია: 1.გარდამავალ ზმნათა ფორმები ინვერსიულია. 2.ახასიათებს გარდაუვალ ზმნათა მეშველზმნიანი წარმოება: გავზრდილვარ, გავზრდილიყავ, გავზრდილიყო. 3.ამ სერიის ფორმა 1 პირიანია ან 2იანი.ის ფორმები, რომლებიც I და II სერიებში სამპირიანია, ამ სერიაში 1 პირი მოაკლდებათ: მისწერა - მან მას ის --- მიუწერია - მას ის.


    1.I თურმეობითი.

    ამ მწკრივის ფორმა დროის მიხედვით წარსულია, კილოს მიხედვით -თხრობითი.აქტი უნახავია ე.ი თურმეს გაგებას შეიცავს.მიუგებს კითხვაზე : რა მიქნია? მისწავლია, დამიწერია.ამ მწკრივის ფორმა ენაცვლება წყვეტილს უბრალო უარყოფის შემთხვევაში : გააკეთე? - არ გამიკეთებია.თუ წყვეტილის ფორმას გამოვიყნებთ, მაშინ აზრი იკარგება: არ გავაკეთე, არ დავწერე. I თურმეობითს ზოგჯერ უნახავი აქტის გაგება არ აქვს.

    2.II თურმეობითი.

    დროის მიხედვით წარსულია, კილოს მიხედვით თხრობითი; აქტი უნახავია. უპასუხებს კითხვაზე: რა მექნა? - მესწავლა, დამეხატა. მწკრივი ისეთ უნახავ მოქმედებას გამოხატავს, რომელიც წინ უსწრებდა წარსულში მომხდარ მოქმედებას: „ბარამმა უეცრად დაინახა, რომ ნეშოებს შორის იას ამოეყო თავი.დაინახა წყვეტილის ფორმაა, ამოეყო- მეორე თურმეობითისა. კილო კავშირებითია, მაგრამ ზოგჯერ კავშირებითის ნაცვლადაა ნახმარი., პირობას გამოხატავს და უნახავი აქტის გაგებაც აღარ ახლავს.ასეა ეს რთულ ქვეწყობილ წინადადებაში. „შენს ადგილას რომ ვყოფილიყავი, კარგად გამოვიძნებდი“.აქ პირობა მეორე თურმეობითითაა გადმოცემული (ვყოფილიყავი), შედეგი - ხოლმეობითით (გამოვიძნებდი) ერთპირიანი ზმნის ფორმები მეშველზმნიანია (გავზრდილიყავ), ორპირიანი გარდაუვალი დაირთავს სავრცობ „ოდ“-ს. (მოვფერებ-ოდ-ი).

    3.III კავშირებითი.

    კილო კავშირებითია. პასუხობს კითხვაზე : რა მექნას? ამეშენებინოს, დამეხატოს., გავზრდილიყო. დროის მიხედვით წარსულია:გაეკეთებინოს, მოეკრიფოს. ამ მწკრივის ნიშნები იგივე ხმოვნებია, რაც მეორე კავშირებითისა (ა, ო, ე). გარდაუვალ ზმნათა წარმოება აქაც მეშველზმნიანია ან „ოდ“ სავრცობიანი (გავმთბრიყავ, მოვფერებოდე)


    მწკრივების ცხრილი.

    I სერია

    ა)აწმყოს წრე

    1.აწმყო: ვწერ

    2.უწყვეტელი: ვწერდი

    3.აწმყოს კავშირებითი: ვწერდე

    ბ)მყოფადის წრე

    1.მყოფადი: დავწერ

    2.I ხოლმეობითი : დავწერდი

    3.მყოფადის კავშირებითი: დავწერდე


    II სერია

    1.წყვეტილი: ვწერე

    2.ბრძანებითი: წერე


    III სერია

    1.I თურმეობითი: მიწერია

    2.II თურმეობითი: მეწერა

    3.III კავშირებითი: მეწეროს



    ქრისტინე უგლავა

    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, II კურსი

    1
    10529
    1-ს მოსწონს
    ავტორი:ქრისტინა-ქრისტინა
    ქრისტინა-ქრისტინა
    10529
      
    2018, 6 იანვარი, 20:31
    ყოჩაღ, შვილო!!!
    0 1 1