x
ქართული ანბანის წარმოშობა
image

ქართული ერთ-ერთი უნიკალური და უძველესი ენაა მსოფლიო ენებს შორის. ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია შესაძლებელია დავყოთ 4 ნაწილად. პირველი პერიოდი - ადრინდელი ფეოდალიზმის ხანა გრძელდება მწერლობის დაწყების დღიდან მეათე საუკინის ოთხმოციან წლებამდე. ეს არის დასაწყისი ხანა ჩვენი მწერლობისა.

ქართული დამწერლობის შექმნისა და მწერლობის დასაწყისის პრობლემა ქართული კულტურის ისტორიის უმნიშვნელოვანესი საკითხია. დღემდე მოღწეული ცნობების მიხედვით, ამ საკითხზე ერთადერთი პასუხი არ მოგვეპოვება. იქმნება ახალ-ახალი თეორიები, ჰიპოთეზები.

უტყუარი ცნობები ქართული მწერლობის არსებობის შესახებ მოგვეპოვება მეხუთე საუკუნიდან. ჩვენამდე მოღწეულია ქართული ორიგინალური თხზულება “შუშანიკის წამება’’. იგი დაწერილია იაკობ ხუცესის მიერ 476-483 წლებში. შუშანიკის გარდაცვალებიდან ვარსქენის გარდაცვალებამდელ პერიოდში. თხზულებაში მოიხსენიებულია რამდენი წიგნი, რომლებიც ამ დროისათვის საქართველოში გავრცელებული იყო. ესენია: ბიბლიური წიგნები, “სახარება“, „დავითვნი“ და „წიგნნი იგი მოწამეთანი“, რომელიც შუშანიკს თან ჰქონდა, როდესაც ის ციხეში წაიყვანეს. ამ წიგნების არსებობა მიგვითითებს იმაზე, რომ ამ პერიოდში ქართულად ყოფილა თარგმნილი, ჰაგიოჰრაფიული და ბიბლიური წიგნები, რომლებიც ქართული მწერლობის არსებობის საკითხზე მიგვითითებს. ასევე, მოგვეპოვება უფრო ადრინდელი ცნობები ქართულ წიგნთა არსებობის შესახებ. 422-432 წლებში ქართლის მეფის არჩილის შვილის მირდატის ცოლმა საგდუხტმა, რომელიც სპარსი იყო. მეცნიერებმა განუმარტეს მას სახერაბა. ეს ცნობა იმაზე მიგვანიშნებს, რომ ამ პერიოდში ან არსებობს ქართულად ნათარგმნი სახარება ან უთარგმნიან მას მეცნიერები. იგივე მემატიანე გადმოგვცემს, რომ არჩილ მეფემ ეპისკოპოსად დასვა მობიდანი, რომელიც იყო სპარსი, მაგრამ ქრისტიანობას იბრალდებდა და წერდა წიგნებს ქრისტეს რჯულის შესასუსტებლად. ხოლო შემდეგ ჭეშმარიტმა ეპისკოპოსმა მიქაელმა დაწვა მობიდანის წიგნები.


ჩნდება კითხვა - როდის შეიძლება ვივარაუდოთ ქართული მწერლობის დასაწყისი? ერთ-ერთი თვალსაზრისის მიხედვით, რომელიც კ.კეკერლიძეს ეკუთვნის ქართული მწერლობა დაწყებულია IV-V საუკუნეებიდან. იგი დაიწყო ქართული სასულიერო მწერლობით, კერძოდ, ბიბლიურ წიგნთა თარგმნით. სტიმული მწერლობის დასაწყისისა იყო იბერიაში ქრისტიანობის გავრცელება.

სხვა თვალსაზრისის მიხევდით, ქართული მწერლობა არსებობდა ქრისტიანობამდელ საქართველოშიც, რომლის შექმნის სტიმულადაც იბერიაში სახელმწიფოს ფორმირება შეიძლება ჩაითვალოს. ამგვარი ძეგლების ჩვენამდე ვერ მოღწევის მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ბრძოლა ქრისტიანებსა და წარმართებს შორის. თუმცა გვაქვს ერთგვარი მითითება ძველი ქართული წერილობითი ძეგლების შესახებ. ქართულ საისტორიო მწერლობაში მოგვეპოვება საქართელოს მეფეების ნუსხა და მათი ცხოვრების მოკლე აღწერა („მოქცევაი ქართლისაი“, რომელიც 27 მეფეს ასახელებს მირიანამდე, ანუ საქართველოს გაქრისტიანებამდე, ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრება“მირიანამდე 23 მეფეს ასახელბს). სავარაუდოა, რომ ორივე ძეგლი ემყარება ანტიკური ეპოქის ქართულ წერილობით წყაროებს. ლეონტი მროველის “ მეფეთა ცხოვრებაში’’გამოირჩევა “ცხოვრება ფარნავაზიანისი’’. რევაზ ბარამიძის აზრით, ეს შეიძლება იყოს ანტიკურ ეპოქაში შექმინილი და შემდეგ ლეონტის მიერ გადამუშავებული ძეგლი, რასაც მისი საგმირო ეპოსთან მსგავსება და ზღაპრული ელემენტები გვაფიქრებინებს. ასევეთივეა, ამავე ნაწარმობეში “ნინოს ცოხვრებაც’’.

მინიშნება საქართველოზე, როგორც მწიგნობრულ ქვეყანაზე გვაქვს ბერძნულ მწერლობაშიც. ქრისტიანობამდელი ბერძნული მწერლობა დას. საქართველოს - კოლხეთს მწიგნობრულ ქვეყნად მიიჩნევს შემდეგი მიზეზების გამო: 1. აპლონიოს როდოსელი კოლხების შესახებ წერს, რომ შენახული აქვთ მამათა ნაწერი კვირბები (ბერძნული წყაროების თანახმად, ფირფიტები იყო, რომლებიც ძირითადად საკულტო ხასიათის წარწერებს შეიცავდნენ). როდოსელს კოლხები მიაჩნია ხალხად, რომელთაც აქვთ მწერლობა, რომლებიც კითხულობენ მამა-პაპათაგან ნაანდერძებ ჩანაწერებს.

  • არგონავტების მითის თანახმად, ბერძნებმა კოლხეთდან მოიტაცეს ოქროს საწმისი. ერთი ბერძნენი ავტორი მიიჩნევს, რომ ოქროს საწმისი არის ტყავზე ნაწერი წიგნი, რომელზე წერია ოქროს მოპოვების ტექნიკა. იგივე აზრზე II-III საუკუნის ბერძენი ავტორიც ხარაქსი. ამის მიხედვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კოლხებს ჰქონიათ საკუთარი წიგნები.
ქართული მწერლობის დასაწყისის პრობლემა უშუალოდ ქართული დამწერლობის წარმოშობის საკითხს უკავშირდება.ცნობილია, რომ არსებობს ქართული ანბანის 3 სახეობა - ასომთავრული, ნუსხური და მხედრული. გრაფიკული განვითარების მიხედვით, ისინი ანბანის ერთი მთლიანი ციკლია. ასომთავრულის დამწერლობას ვხდებით მეცხრე საუკუნდემდე, ნუსხურს XII-XVIII, თუმცა გვაქვს მეცხრე საუკუნეში შესრულებული ნიმუში ნუსხურით, მხედრული კი ჩნდება X საუკუნეში, რომელსაც დღესაც ვიყენებთ.

ძველ წერილობით ძეგლებში ქართული დამწერლობის წარმოშბის შესახებ ორი ცნობა მოიპოვება. 1.ლეონტი მროველი ქართული ანბანის ჩამოყალიბებას უკავშირებსს საქართველოში სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების ხანას, კერძოდ, ფარნავაზის ეპოქას. ფარნავაზი იყო ქართლის პირველი მეფე და მან განავრცო ენა ქართული და შექმნა მწიგნობრობა ქართული. 2. მეორე ცნობა დაცულია სომხურ მწერლობაში. მეხუთე საუკუნის სომეხი მწერლის კორიონის ცნობით - მესროპ-მაშტოცმა შექმნა სომხური და მასთნ ერთად ქართული და ანბანური დამწერლობა. ძველ ქართულ ძეგლებში მის შესახებ ცნობა არ მოგვეპოვება. თანამედროვე ქართველ მეცნიერებში ლეონტის ამ მოსაზრებაზე სხვადასხა აზრი არსებობს. ი. ჯავახიშვილს ეჭვი შეჰქონდა ამ მოსაზრებაში, რადგან ლეონტი მროველთან მითიური-ზღაპრული უკონტროლოდ არის არეული დოკუმენტურ-ისტორიულში. პავლე ინგოროყვა კი ლეონტის ამ ცნობაში ხედავდა მითითებას ქართლში განხორციელებულ კულტურულ რეფორმაზე. თანამედროვე ქათველი ისტორიკოსები უფრო მეტად ენდობიან ლეონტის ამ ცნობას, რადგან საზოგადოდ ადასტურებენ „მეფეთა ცხოვრებაში“ გადმოცემული მანამდე ზღაპრად მიჩნეული ცნობის ისტორიულ ჭეშმარიტებას. ხოლო ხომხურ საისტორიო ცნობის შესახებ საქართველოში საერთოდ უცნობი იყო. მხოლოდ მე-19 საუკუნეში მის ავთენტურობაში ეჭვი შეიტანა ჯავახიშვილმა, მისი აზრით, მაშტოცის მიერ ქართული ანბანის შექმნის თაობაზე არ იკითხებოდა კორიუნის თავდაპირველ რედაქციაში. თავის მოსაზრებას ასაბუთებს იმით, რომ მეხუთე საუკუნის მკვლევარი ლაზარ ფარპეცი, თავის ნაშრომში ეყრდნობა კორიონის ცნობას, მაგრამ არაფერს ამბობს მესროპ-მაშტოცის მიერ ქართული ანბანის შექმნის შესახებ. ასევე, ეს ამბავი უცნობია იმ წყაროებისათვის, რომელებიც მოგვითხრობენ მესროპ-მაშტოცის დამსახურებებისა და მოღვაწეობის შესახებ. მესროპ მაშტოცის მიერ ქართულიდან სომხური დამწერლობის შესახებ საყრდენ მაგალითად ითვლება ასოების ზოგადი მსგავსება სტილსა და ფორმის მხრივ. ივ. ჯავახიშვილის აზრით, მათი ასეთ მსგავსება მხოლოდ გარეგნულია და პრინციპი ასოთა მოხაზულობისა ქართულსა და სომხურში მკვეთრად განსხვავდება. მსგავსება მხოლოდ რამდენიმე ასოს ფარგლებში ჩანს. კვლევებმა დაადგიმა, რომ მათი სქემის საფუძველი სხვადასხვაგვარია. ქართული ასომთავრული ერთიან გრაფიკულ სისტემაზეა აგებული, რომელიც თავიდან ბოლომდე გატარებულია პირობითობის პრინციპზე აგებული სტილისური ერთიანობა, რაც მდგომარეობს წრისა და წრფისაგან წარმოებული ელემენტების კომბინირებაში, სომხურში კი ყველა ასო ერთიან გრაფიკულ ანალიზსს არ ემორჩილება.

ისინი მაშინ დაემსგავსნენ იერით ერთმანეთს, როდესაც ნუსხურ დამწერლობაში სწრაფი და გამარტივებული წერისადმი მიდრეკილებამ ორივე ანბანში ასოთა მოხაზულობა მარჯვნივ გადახარა და მიანიჭა კუთხოვანი ფორმა. ეს მოხდა მეცხრე საუკუნიდან.

განსხვავებაა სომხურისა და ქართულის ასოთა რიგშიც. ქართულში სპეციფიკური ასობი ენის ბუნების შესაბამისად ანბანის ბოლოსაა განლაგებული სომხურში კი ანბანის სხვადასხვა ადგილას არიან გაფანტულნი. ანბანის რიგზე დაკვრივებით, ქართული და სომხური სხვადასხვა ეპოქის ასოთა რიგს წამოადგენენ. ქართლ ანბანში მე-6 ადგილაზე დგას ასო “ვინი’’ იქვე, სადაც იდგა შესაბამისი ასო ძველ ბერძნულში, სომხურში კი შესაბამაისი ასო 30-ე ადგილზე დგას. იქ, სადაც ბერძნულის გადამაუშავების შემდეგ დაიჭირა ადგილი ბერძნულ ანბანში.

ივ.ჯავახიშვილის აზრით, ქართულ ასოთა მოხაზულობა ყველაზე დიდ მსგავსებას ფინიკიურთან და მისგან განვითარებულ არამეულთან ამყარებს. ის აყალიბებს ჰიპოთეზას ქართული ანბანის ფინიკიურ-სემიურისგან წარმოშობის შესახებ. ძვ.წ მეშვიდე საუკუნეში ძველ ქართულ ტომებს ფინიკიელებთან ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდათ. ამ მოსაზრებას მხარს უჭერს გიორგი წერეთელი. 1940 წელს აღმოაჩინეს ორ ენოვანი არმაზის ბილინგვა, უძველესი სამეფო კარის ტერიტორიაზე არამაზში. წარწერის ერთი ენა ბერძნული აღმოჩნდა, მეორე არამეულის თავისებური სახეობა, რომელსაც არმაზული უწოდეს. წერეთლის დასკვნით, არმაზული

ასო-ნიშნები გარკვეულ ნათესაობას ამჟღავნებენ ქართულთან, თან ქართულში უფრო მეტი არქაულობა იჩენს თავს, ვიდრე არმაზულში. ქართული დამწერლობა არმაზულთან ერთად ფინიკიურის, კერძოდ, არამეულის დამწერლობის თავისებური შტოს საფუძველზე უნდა იყოს აღმოცენებული.

ქართული ანბანი, როგორც სტილისტურად ერთიანი გრაფიკული სისტემა ერთბაშად არის შექმნილი. აქ პირველადია გრაფიკა და ასოთა მოხაზულობების შექმნა, ხოლო ასოთა სახელდება და მათი ანბანის რიგზე გაწყობა მეორადია. ქართულის მახასიათებელია სწროი ხაზი და წრე, რომლებიც ასოებს ქმნიან მათგანვე წარმოებული ნაწილების მეშვეობით და თითოეული ასო თავსდება კვადრატის ფარგლებში. მთავარ ელემენტებს შორის ძირითადია წრფივი ხაზი და ასოთა უმრვალესობა აგებულია ვერტიკალურ პრინციპზე. ეს გრაფიკული სტრუქტურა კვადრატის პრინციპით ქართულ ეროვნულ ფორმათა განვითარების საერთო ხაზს მიეკუთვნება. კერძოდ, ქართული ასომთავსრულის აგებულების მარტივი სტრუქტურა ქართული არქიტექტურის უმარტივეს ფორმებთნ, დარბაზული ტიპის შენობებთან, ამყარებს კავშირს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ის მარტივი გეომეტრიული ელემენტები, რომლებიც ქართული ასომთავრულის გრაფიკული სისტემის საფუძველია ხაზი და წრე, მოქმედებს კლასიკური ბერძნულის გრაფიკაშიც და მხარს უბამს ასომთავრული ფინიკიური ასო-ნიშნების გასწოხაზოვნების ზოგად ბერძნულ მონუმენტურ გრაფიკულ პრინციპს. უნდა გავითვალსიწნოს შემდეგი გარემოებებიც: ქართული ანბანი, როგოორც ბერძნული ექვემდებარება მარცხნიდან მარჯვნივ წერას, ქართული გაურბის ისეთ ნიშნებს როგორიცაა I, O, P, F ეს იმით არის გამოწვეული რომ ქართული გამიჯნულიყო ბერძნულისგან. ასე, რომ ქართული ანბანის შექმნისას გათვალსიწინებული უნდა ყოფილიყო ბერძნული ალფაბეტი.

აზრთა სხვადასხვაობაა ქართული ანბანის წარმოშობის დროის საკითხთან. 1. პირველი თვალასზრისით, მისით წარმოშობა უნდა დუაკავშირდება ქრისტინაობის გავერცელებას. ამ თვალსაზრისს, ის გარემოება უჭერს მხარს, რომ ქართული ეპიგრაფიკული წარწერები ქრისტიანობის ეპოქიდან ჩანს. გათხრების შედეგად, აღმოჩენილი წარწერები, რომლებიც წარმართულ ხანას ეკუთვნის, სხვა ენებზეა შესრულებული მაგალითად: არმაზის ბილინგვა, რომელიც შესრულებულია ბერძნულ და არამეულ ენებზე. აქედან დასკვნა, რომ ქართული ძვ.წ მეორე საუკენეში არ არსებობდა. თუმცაღა ამ მოსაზრების უარყოფა 100 პროცენტით შეუძლებელია. მე-19 საუკუნის ქართველ დიდებულთა საფლავის ქვები რუსული წარწერებით არის შემკობილი. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ პერიოდშიც არსებობდა ქართული დამწერლობ, ა თუმცა საერთაშორისო ენად ითვლებოდა ბერძნული და არამეული, როგორც მე-19 საუკუნეში რუსული და ამიტომაც არ არის შესრულებული წარწერა ქართულ ენაზე.

ქართული შესაძლებელია შეიქმნა მეხუთე საუკუნის უფრო ადრინდელ პერიოდში : 1. ქართულში ასო “ვინი’’ მე-6 ადგილზე დგას, რაც პარალელს პოულობს უძველეს ბერძნულთან და ფინიკიურთან. 2. ქართული ასო “ჯანი’’არ არის შექმნილი კვადრატის სივრცეში წრისა და წრფის პროპორციული ელემენტების შეერთებით, სტილისტურად ერთიან გრაფიკულ სისტემაში განცალკევებულად დგას. ერთადერთი ასოა, რომელიც წამოდგენილია ჯვარედინი ურთიერთ გადამკვეთი ხაზებით. ჯანი შექმინილია იესო ქრისტეს ინიციალების გრაფიკული შეერთებით და აღნიშნავს ჯვრის პირველ ასოს, ხოლო მხატვრული ფორმითაც ჯვარს ემსგავსება. ამით ქართული ანბანი გამოეხმაურა ქრისტიანულ პერიოდს და გვრჩება შთაბეჭდილება თითქოს ეს არის ჩამატებული გაქრისტიანების შემდეგ პერიოდში. 3. ქრისტიანული საქართველო ქართული ანბანის თაობაზე გვაწვდი ერთადერთ აზრს - ეს ანბანი წარმართულ ეპოქაში ფორმულირებულად მიაჩნია. ქრისტიანობამდელი მწერლობა ყურადღებას ამახვილებს საქარართველოს გაუნთლებელ და ველურ ყოფაზე.

დაუსრულებლად შეიძლება ისაუბროთ ქართული ანბანის წარმოშობის შესახებ. ეს საკითხი, მართლაც, რომ დიდ და გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს, რომელიც ბევრ კითხვას ბადებს და რომლებზეც პასუხი, ჯერჯერობით, მეცნიერებს არ მოეპოვებატთ. ისინი დღესაც აქტიურად მუშაობენ და შეისწავლიან მას.

ქრისტინე უგლავა

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, II კურსი

1
5236
2-ს მოსწონს
ავტორი:ქრისტინა-ქრისტინა
ქრისტინა-ქრისტინა
5236
  
2018, 9 იანვარი, 6:34
ძალიან კარგი სტატიაა
0 1 1